Image

გვარდიოლა: "ჩემპიონატში გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია"

ფეხბურთი 23-აპრ, 11:049 Pakito 1584


















 სამეფო თასის ფინალში "რეალთან" დამარცხების შემდეგ, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა,რომ ჩემპიონატში გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია. 
 
გვარდიოლას განცხადებით, გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში უფრო ღირებულია ვიდრე სხვა თასი, ამიტომ მისი გუნდი ეცდება რაც შეიძლება მალე დაივიწყოს ეს დამარცხება თასის ფინალში და გადაერთოს ესპანეთის ჩემპიონატის 33 ტურზე, რომელიც იქნება ნოუ კამპზე "ოსასუნასთან".

 "ჩემპიონატის ტიტული აჩვენებს შენს ნამდვილ ძალას,ამიტომ ჩვენ ისევ გვსურს, ჩემპიონატში გამარჯვება".-განაცხადა პრეს-კონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა.- " თუ ჩვენ "რეალ"-ს 8 ქულით ვასწრებთ ესეიგი ჩვენ ეს დავიმსახურეთ. 

შაბათს "ბარსელონას" გამართავს მატჩს "ოსასუნასთან", რომელიც იბრძვის იმისთვის,რომ დარჩეს პრიმერაში შემდეგ სეზონზე,მას მხოლოდ 2 ქულა აშორებს გავარდნის ზონასთან.  გვარდიოლას განცხადებით,გუნდები რომლებიც იბრძვიან პრიმერაში დარჩენისთვის,ორმაგად საშიშნი არიან და ესეთ მატჩებში საჭიროა მისმა ფეხბურთელებმა კარგად შეაფასონ მეტოქე ფეხბურთელები." თითოეული გამარჯვებით ჩვენ უფრო ახლოს მივიწევთ ტიტულთან, თუ შენ ხარ პრიმერადან გავარდნის ზღვარზე, შენ იძულებული ხარ დააყენო საუკეთესო შემადგენლობა რათა მოიგო, ჩვენ ძალიან მძიმე გასული კვირა გვქონდა "ალმერიასთან" მატჩში, ასევე რთული იქნება შაბათის მატჩი".- დაამატა სპეციალისტმა.
ასევე კატალონიელების მთავარ მწვრთნელს დაუსვეს კითხვა თუ როგორ ემზადება გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის რომელიც გაიმართება 27 აპრილს , მადრიდში. "სამშაბათს მე დავიწყებ ჩემპიონთა ლიგისთვის საჭირო ტაქტიკის მზადებას,ხოლო ეხლა მე ორიენტირებული ვარ შაბათის მატჩზე "ოსასუნასთან". - შეაჯამა გვარდიოლამ.
 
წყარო :  Barca.Ru


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4me 23 აპრილი 2011 12:27
Pakito,
აბა თქვენ იცით : )
Pakito 23 აპრილი 2011 12:25
:D :D :D , :) ეჰჰჰ რა თამაში, ისე ჩემი აზრით კაია რო წააგეს :D :D ჩემპიონთა ლიგაზე ჯავრს იყრიან მინიმუმ კამპ ნოუზე 5-0ს მოიგებენ რა :)
Milanista 23 აპრილი 2011 11:18
3 დღის წინ მაგარი ვიკაიფე ბარსამანიაზე ...

სტატია ქონდათ დაწერილი სახელად: ''forca barca'' wink


შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (338)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა