Image

1 ქულა ჩემპიონობამდე

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 09-მაი, 10:469 FCB 1430


















გუშინ გაიმართა ლა ლიგის 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი, კატალონიური დერბი "ბარსელონა" - "ესპანიოლი", სადაც "ბლაუგრანამ" დამაჯერებლად მოუგო მეტოქეს.

მატჩი "ესპანიოლის" აქტიურობით დაიწყო. შეუტიეს რამდენჯერმე, თუმცა თავდამსხმელებს ბოლო პასის გაკეთება უჭირდათ. 5 წუთის შემდეგ "ბარსელონამ" ბურთზე კონტროლი დააწესა, დააწყნარა და მოადუნა "ესპანიოლი". 15-ე წუთამდე რეალური საგოლე მომენტი არ ყოფილა, თუმცა "ბარსა" ახლოს იდგა მეტოქის საჯარიმოსთან. კარის მიმართულებით დარტყმა პედრომ, ჩავიმ და ვილიამ განახორციელეს, თუმცა კამერუნელი გოლკიპერი კამენი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველა ბურთი დამაჯერებლად აუღო მოწინააღმდეგეს.

ამგვარმა შეტევამ გოლიც მოიტანა. ანგარიში კი ესპანელმა ანდრეს ინიესტამ გახსნა. მარცხენა ფლანგიდან განახორციელა საფირმო რეიდი, მართალია მცველებიც შეცდნენ თუმცა ანდრესმა ბურთი შეინარჩუნა და კამენის საპირისპირო მარჯვენა კუთხეში დაურტყა. აქ კამერუნელი უძლური იყო. ტაიმის მიწურულს დავიდ ვილიას ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შანსი, თუმცა არ გაუმართლა და ბურთი კამენის კარს აცდა. პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი "ესპანიოლმა" ისევ აქტიურად დაიწყო. სოლდადოს 2 რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ვიქტორ ვალდესმა შესანიშნავად ითამაშა. ამას საპასუხო შეტევა მოჰყვა და "ბარსა" კუთხური მოიპოვა. ჩამოსაწოდებლად ჩავი ერნანდესი გაეშურა. მსაჯის სასტვენზე ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში, პიკეს თავური და ანგარიში 2:0 გახდა. მეორე გოლის შემდეგ გუნდები უფრო დაწყნარნენ. 71-ე წუთზე მოედანზე ფონტასის ნაცვლად შემოვიდა ერიკ აბიდალი, რომელმაც საშინელი სენი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა. დარჩენილი წუთები შეტევაში გაატარა. გააკეთა რამდენიმე მწვავე გადაცემა, მაგრამ გოლი აღარ გასულა. მატჩის ბოლოს ანგარიში დაფიქსირდა - 2:0.

"ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონობამდე მხოლოდ 1 ქულაღა აკლია, რადგან მეორეადგილოსან "რეალთან" გუნდს 8 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს, მომავალი ტურის შემდეგ კი "მერენგებს" ჩემპიონობის მათემატიკური შანსიც აღარ ექნებათ.

"ბარსელონა": ვალდესი, ალვეში, პიკე, მასკერანო, ფონტასი (აბიდალი 71'), ბუსკეტსი, ხავი (კეიტა 89'), ინიესტა, პედრო (აფელაი 84)', მესი, ვილია.

"ესპანიოლი": კამენი, გალან ინიგო, ამატი, როდრიგესი, ჩიკა, ვერდუ, ლოპესი (იზალასი 77'), მარკესი, კალეხონი (ალვარო 59'), ივან ალონსო (ლუის გარსია 46'), ოსვალდო.

გოლები: 1:0 ინიესტა 29', 2:0 პიკე 48'.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FCB 9 მაი 2011 13:26
admin,

თითქმის :D
admin 9 მაი 2011 13:15
ესპანეთია მარტო გასარკვევი ?
Mr.Black And White 9 მაი 2011 12:47
ჩემპიონები ვართ უკვე 100000000000000000000000000000%
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (202)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა