"El Fenomeno"

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 04-ივნ, 22:349 FCB 1397 22






ფეხბურთის ისტორიის ბოლო თხუთმეტი წლის დიდმა დაგლეჯმა დააღერა თავი და წავიდა. წავიდა და დატოვა კარგიც და ცუდიც, სამაგალითოც და უმაგალითოც.

თბილისში "ჯერ კიდევ ლამფის" პერიოდი იყო, როდესაც მწვანე საფარზე შევიდა და ბურთთან რაღაცნაირი ურთიერთობა დაამყარა. "პსვ" ეინდჰოვენის წითელ და თეთრ ზოლებიან ფორმაში თვალებდაელმებული და კბილებგადმოყრილმა პატარა ბავშვმა მონტრის პოტენციალით 57 მატჩში 54 გოლი გაიტანა. სანამ მიხვდნენ ვინ იყო ვიღაც ლუის ნაზარიო დე ლიმა, მასკატალონიიდან დაავლეს კლანჭი და "კამპ ნოუზე" შეაგდეს.

როგორც წკვარამიდან გამოვარდნილი ხარი დასდევს კორიდაზე წითელ ნაჭერს, ისე დაზდევდა რონალდო ბურთს. რონალდოს კი დასდევდნენ მეკარეები, მცველები, ნახევარმცველები, ფორვარდები, მასაჟისტები, დირექტორები, სკაუტები, გუნდები და თაობები. მაინც სულ ტყუილად.. სტატისტიკამ დევნის არსი წყალში მოისროლა ელიავას ბაზრობის პარკივით. 49 მატჩი და 47 გოლი.. ერთ სეზონს "ინტერში" ტრანსფერი მოყვა, რომელიც მაყუთის დევნას მოჰყვა.

მაყუთის დევნამ რონალდო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პარიზულ ფინალამდე მიიყვანა. მერე იყო მოდა, პრანჭვა–გრეხვა, ღამის კლუბები, ნაშები.. ბრაზილიულ სენს რონალდოც ვერ მოერია.. ფეხებში ბურთმა ქალები შეცვალა..

მერე დამალობანას თამაში დაიწყო.. მიიღებდა ტრავმას, გამოვიდოდა კლინიკიდან დაასტუკებდა ტიტულებს და შემდეგ უკან რუნდებოდა. ერთ გამოსვლაზე რონალდოს მსოფლიო ჩემპიონატიც შემოეხვეტა (ეს კარგი გამოთქმა გვაქვს)..

ხვეტვა–ხვეტვაში ჰოლივუდის მადრიდულ ფილიალში ამოჰყო თავი.. დაიწყო თამაში იმის გვერდით ვის ჩრდილშიც ისვენებდა.. იბურთავა და ზიზუ თვიტონ წამოწვა ჩრდილში შესასვენებლად.. რონალდო მოპუტკუნდა შენელდა, მაგრამ განაღდა.. განასთა გატანილი გოლით გერდ მიულერი გვერდზე მიაჩოჩა..

მერე მილანი.. ოღონდ შავი და წითელი ზოლები.. მერე "კორინთიასი".. მოედანზე სიარულიც უჭირდა.. მერე ისევ ბრაზილიური სენი.. სასტუმროს ნომერში გოგოები, რომლებიც კაცები აღმოჩნდებოდნენ.. მერე ტრამვა.. მერე ცრემლები.. წავიდა კაცი, რომელზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ.. დიდხანს კი არა ალბათ სამუდამოდ.. ის ნამდვილად იმსახურებს ამას.. როცა ნამდვილი იყო, მაშონ საუკეთესო იყო..



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 22

FC Bayern München 05-ივნ, 23:57

soccerda,
რონალდო იყო ფენომენალური ფეხბურთელი,მოღალატე რას ქვია?ვერ ვხდები შენს ლოგიკას.ამ კაცმა მოიგო ყველაფერი და ითამაშა ულამაზესი ფეხბურთი..

Mr.Black And White 05-ივნ, 21:44

soccerda,
ინტერში როცა გადავიდა 100 მილიონად რატო გამოისყიდა მაშინ თავი??

soccerda 05-ივნ, 19:19

slim4you,
სადაც გაუსწორდებოდა თუ საადაც ფული იყო ?

slim4you 05-ივნ, 18:07

ციტატა: soccerda
იმიტო რო მოღალატეა

რა იცით ხოლმე ეს მოღალატეა და გამყიდველია...
სადაც გაუსწორდება იქ ითამაშებს და არაფერ შუაში არაა მოღალატეობა და ა.შ. კაცი იყო ფეხბურთელი და თამაშობდა ფეხბურთს ბურთს ახევდა ყველას და ყველაფერს და დალშე მე პირადად სუ მკიდია.
თუმცა რათქმაუნდა ყველას საკუთარი სუბიექტური აზრი გვაქვს.

soccerda 05-ივნ, 17:30

FCB,
მე არ ვაღმერთებ და ბევრი არ აღმერთებს იმიტო რო მოღალატეა

FCB 05-ივნ, 14:42

soccerda,

მარტო ერთმა ადამიანმა შეძლო ასეთი რამის გაკეთება.. რონალდო იტალიასჰი და ესპანეთში მოსისხლე მტრების გუნდში თამაშობდა მაგრამ ყველა ფანი აღმერთებს.. მაგას შეძლება უნდა.. იბრასაც იგივეს გაკეთება უნდა მაგრამ რონალდოსავით ასე არასდროს გააღმერთებენ.. იბრას უკვე მოღალატის სახელი აქვს..

რაც ყველაზე მთავარია მის ტრანსფფერებს ყველაზე ნაკლებად რონალდო წყვიტავდა..

soccerda 05-ივნ, 11:46

FCB,
კარიგა მაგრამ არ მიყვარს ეს ფეხბურთელი მოღალატეა.....

FCB 05-ივნ, 00:22

admin,

მადლობა :):)

admin 05-ივნ, 00:21

ვაიმე მაგარი ვიხალისე ამ სტატიაზე შემოგევლე ნინ, :D მაგარი იყო :) :) :)
ჩემი ხმა ნინის უეჭველიიიიიიიიიიიი

ციტატა: FCB
"El Fenomeno"

FCB 04-ივნ, 23:44

Mr.Black And White,

შენ მარტო წყარო მოგეწონა? :D
უკან 1 2 3 წინ

კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018