მესუთ იოზილი: ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა

მესუთ იოზილი: ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა

25-06-2011, 17:17

ჟოზე მოურინიუმ მესუთ იოზილი მადრიდის “რელში” მიიყვანა თუ არა, ეგრევე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მგონი, არც შემცდარა. გერმანელმა ფეხბურთელმა ესპანურ გრანდში ადგილი ადვილად დაიმკვიდრა და შეიძლება ითქვას, რომ ადაპტაცია ნამდვილად არ გასჭირვებია.

გერმანელ ფეხბურთელთან ინტერვიუ მადრიდის “რეალის” ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. 22 წლის ასაკში მადრიდის “რეალში” თამაშობდე და იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ეს მესუთ იოზილმა შეძლო. გერმანელმა ფეხბურთელმა მისი პირველი მადრიდული დასრულებული სეზონი შეაჯამა “კიკერის”" კორესპონდენტ კარლ–ჰაინც ვილდთან საუბარში.

– როგორ შეაფასებდით თქვენს პირველ სეზონს “რეალში”?

– კმაყოფილი ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენი ახალგაზრდა გუნდი ბევრი ახალი ფეხბუერთელების რაოდენობით სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემდეგ სეზონში ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გუნდი უფრო კარგად თამაშს დაიწყებს.

– თქვენს “რეალში” გადასვლას ბევრი მითქმა–მოთქმა და უკმაყოფილო საუბარიც მოჰყვა. თქვენი აზრით სკეპტიკოსები დაადუმეთ?

– “რეალში” იმიტომ გადავედი, რომ კარგად ვიცოდი საკუთარი პოტენციალი. მე ვესაუბრე ჩემს აგენტს, ოჯახს და ასევე ჟოზე მოურინიუს. მას სურდა თავის გუნდში ვენახე, ეს ჩემთვის მთავარი იყო. მოხარული ვარ, ეს გზა რომ ავირჩიე.

– გინანიათ თქვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი?

– არასდროს. აქ მე ყოველდღე დიდ სიამოვნებას ვიღებ.

– კმაყოფილი ხართ საკუთარი შედეგიანობით?

– დიახ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტიც შემიძლია. იმედი მაქვს, შემდეგ სეზონში უფრო მეტი გოლის გატანას მოვახერხებ. შემიძლია კიდევ უფრო კარგად თამაში. ჩემი მიზანი ყოველთვის არის, გავაუმჯობესო შედეგი.

– მოურინიუმ თქვენ “მაგიური” გიწოდათ, სპორტულმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ “საოცრება”. როგორ იღებთ ამ კომპლიმენტებს?

– რა თქმა უნდა, ეს მსიამოვნებს, მაგრამ მე ზიდანი არ ვარ, მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, რომელიც კარგ გზას ადგას, მაგრამ გასაგებად ვამბობ, რომ მსურს გავხდე მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე, ამიტომ ვარ აქ – უნდა განვვითარდე და მოვიგო ტიტულები.

– საკუთარ თავს “რეალის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მიიჩნევთ?

– დიახ.

– როგორ შეაფასებდით მადრიდის “რეალის” გამოსვლას გასულ სეზონში?

– ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა. ერთ–ერთი მათგანი, სამეფო თასი, გასულ სეზონში უკვე მოვიგეთ.

– ეს სანუგეშო ჯილდოა?

– გახარებულნი ვართ, მინიმუმ ერთი ტიტული მაინც რომ გაგვაჩნია.

– რატომ არ გამოგივიდათ არაფერი “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და პრიმერა დივიზიონში?

– სამეფო თასის ფინალში, სადაც ჩვენ 1:0 გავიმარჯვეთ, ჩვენ მათზე უკეთესები ვიყავით. “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც ანგარიში 0:2 დაფიქსირდა, “ბარსელონა” უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ეს იყო მწარე მარცხი. ამის გარდა, “რეალს” ბევრი წითელი ბარათი ჰქონდა.

– იზიარებთ თქვენი მწვრთნელის ე.წ. “შეთქმულების თეორემას”?

– არ მინდა ამაში ჩავერიო. ჩვენ გვსურდა გამარჯვება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

– რატომ?

– დავინახეთ, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ გამარჯვება შეგვეძლო და ნაწილობრივ უფრო ძლიერნი ვიყავით. ჩვენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ “ბარსა” დავამარცხოთ.

– კმაყოფილი იყავით გერმანელი მსაჯის, ვოლფგანგ შტარკის მუშაობით ჩემპიონთა ლიგის მატჩში?

– არ მსურს ამაზე საუბარი.

– როგორ მოახერხა “ბარსამ” “რეალის” გადასწრება?

– ისინი ერთად რამდენიმე წელია თამაშობენ. შემდეგ სეზონში ჩვენ უფრო ძლიერად ვითამაშებთ “ბარსელონას” წინააღმდეგ.

– “რეალი” “ბარსას” კიდევ უფრო მიუახლოვდება?

– ნებისმიერ შემთხვევაში. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომდევნო სეზონში უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ.

– ამგვარად, იწვევთ ჩუ არა “ბარსელონას” ომში?

– სწორედ ასეა.

– როდემდე მოგვიწევს ლოდინი, რათა “რეალი” “ბარსაზე” უფრო ძლიერი გახდეს?

– დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ მომავალ სეზონში. ახალი ფეხბურთელებით გუნდი უფრო ძლიერი გახდება.

– გადავიდეთ ნური შაჰინზე. ის თქვენი პარტნიორი გახდება თუ კონკურენტი?

– ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. შაჰინი სწრაფია, მე–6 ან მე–8 ნომერი, მე კი “ათიანი” ვარ.

– რა ადგილები დარჩება სამი ხედირასთვის?

– მას შეუძლია როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნახევარმცველად თამაში.

– როგორია მოურინიუ მოთამაშეებთან ურთიერთობაში?

– ის სუპერადამიანია, რომელიც ბევრს საუბრობს ფეხბურთელებთან და პირველ რიგში ახალგაზრდებთან. ის არამარტო მწვრთნელი, მეგობარიცაა.

– როგორ ეგუებით სათადარიგოთა სკამზე ჯდომას?

– ეს ჩვეულებრივი რამაა ნებისმიერი მოთამაშისთვის, სამუშაოს ნაწილია. ხშირად მწვრთნელს სურს ჩემი დასვენება. საერთოდ, მე ყოველთვის თამაში მსურს.

– რა მოგხვდათ თვალში ესპანურ ფეხბურთში?

– ერთადერთი სხვაობაა – პატარა გუნდებს კარგად თამაში შეუძლიათ. ბუნდესლიგაში ასეთი გუნდები სწრაფად ბრძოლაში ვერ იღებენ მონაწილეობას. ესპანეთში დონე გაცილებით მაღალია.

გიადვილდებათ ესპანეთში თამაში? თუ ძნელია იმის გამო, რომ “რეალის” წინააღმდეგ ყველა თავის მაქსიმუმს იღებს?

– ესპანეთში გაცილებით ძნელია თამაში. ყოველ გუნდს სურს, რომ “რეალის” წინააღმდეგ 200%–ით დაიხარჯოს.

– განსაკუთებით რა მოგეწონათ ამ ერთი წლის განმავლობაში?

– მეგობრული მიღება. ჩვენ, სინამდვილეში, ისე ვართ, როგორც პატარა ოჯახი. ერთმანეთს ვუგზავნით ტექსტურ შეტყობინებებს, როდესაც გვაქვს თავისუფალი დრო და ვცდილობთ ოჯახში კარგი დრო გავატაროთ.

– რამდენად ხშირად საუბრობთ ზიდანთან?

– მატჩის წინ ის ყოველთვის წარმატებას მისურვებს ხოლმე და მეუბნება: მესუთ, ითამაშე შენი ფეხბურთი! ის ჩემი კერპია და ძალიან კარგი პიროვნებაა.

– რა ისწავლეთ როგორც ფეხბურთელმა და როგორც ადამიანმა?

– სხვაგვარი კულტურა, ვახშამი 22 საათზე და სხვანაირი დისციპლინა, გერმანიაში ყოფნის დროისგან განსხვავებული.

– თქვენ ჯერ კიდევ სწავლობთ ესპანურს?

– ახალ სეზონში კვლავ დავიწყებ შესწავლას. შემიძლია ყველას გავაგებინო ჩემი საუბარი ესპანურად და ინგლისურად.

– როგორ შეიცვალეთ ადამიანური თვალსაზრისით?

– მე ისევ ის მესუთი ვარ. ძველებურად მყავს მეგობრები. ამის გარდა, მეხმარებიან ჩემი თანაგუნდელები. მაქვს ხშირი ურთიერთობა სერხიო რამოსთან, ის ჩემი მეზობელია.

– თქვენ კასილასს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევთ. ნოიერი?

– იკერ კასილასმა მოიპოვა უამრავი ტიტული, იყო მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და მას დიდი გამოცდილება აქვს. ასევე მანუელ ნოიერიც მსოფლიო დონის მეკარეა.

– როგორ შეიცვალეთ “რეალში”, როგორც ფეხბურთელი?

– ჩემთვის ცალკე ვვარჯიშობ სისწრაფეზე, დარტყმაზე და ა.შ. ასევე ვვარჯიშობ საჯარიმო დარტყმებზე. ამ მხრივ ყოველ მეორე დღეს ვმუშაობ და ეს მე უფრო მეტ თავდაჯერებას მმატებს.

– თქვენ გსურთ გააუმჯობესოთ მარჯვენა ფეხით და თავით თამაში?

– თავით თამაში ალბათ, არა, ხოლო მარჯვენა ფეხით თამაში გაუმჯობესდება.

– დღეისთვის სხვანაირად თამაშობთ?

– ეხლა უფრო მომწიფებული ვარ, როგორც ფეხბურთელი და უფრო მოძრავი გავხდი მოედანზე, ასევე საშიშიც.

– რა იქნება შემდგომი ნაბიჯი?

– ნებისმიერ შემთხვევაში მსურს მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გავხდე.

– ამის შემდეგ ეს თქვენთვის უფრო ადვილი იქნება?

– ახლა უფრო გართულდება თამაში, რადგან მოწინაღმდეგეებმა უკვე იციან, როგორ ვთამაშობ, მაგრამ ვეცდები კიდევ გავაუმჯობესო ჩემი თამაში.

– ეს სამი თამაში ეროვნულ ნაკრებში იქნება სიამოვნება თუ მძიმე მოვალეობა?

– ყოველთვის მიხარია ეროვნულ ნაკრებში თამაში. გვსურს სამივე შემთხვევაში გამარჯვებას მივაღწიოთ.

– მოიგებს გერმანია ევრო 2012–ს?

– ეს ჩვენი მთავარი მიზანია.

– თქვენი პოზიცია ეროვნულ ნაკრებში მადრიდში გადასვლის შემდეგ შეიცვალა?

– დიახ, მაგრამ მოედანზე მე მანამდეც გავდიოდი.

– “ელ კლასიკოს” დროს მომხდარი ინციდენტი იქონიებს თუ არ გავლენას ესპანეთის ნაკრებზე?

– არ ვიცი. ჩვენ ყველაფერს ვნახავთ და შესაძლოა, მომავალში ესპანელებს კვლავ დავუპირისპირდეთ.

– რა პოზიციაზე დგას ახლა გერმანიის ნაკრები?

– მაღალ საფეხურზე ვართ.

– ითვლება თუ არა გერმანია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფავორიტად?

– ნებისმიერ შემთხვევაში, ორ ან სამ გუნდთან ერთად, იგივე ესპანეთთან ერთად. ჩვენ იმაზე უკეთ შეგვიძლია თამაში, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვახერხეთ.

– ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფით გამოსვლის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები უკვე დაკმაყოფილებულია მიღწეული შედეგებით?

– ამას საერთოდ ვერ ვამჩნევ.

– თქვენ ძალიან მშვიდი ადამიანი ხართ. ოდესმე ბრაზდებით?

– მხოლოდ წაგების შემდეგ.

– მიქაელ ბალაკს “ფეისბუქზე” დაახლოებით 400 ათასამდე გულშემატკივარი ჰყავს, თქვენ 2,35 მილიონი. თვლით თუ არა თავს მსოფლიო ვარსკვლავად?

– ვარსკვლავობა ან მსოფლიო ვარსკვლავობა – მე ორივე მომწონს. მე კონცენტრირებული ვარ ფეხბურთზე. მაგრამ, სადაც უნდა წავიდე, ხალხი ყველგან მცნობს.

– რა შეიძლება კიდევ მიიღოთ კარიერისგან, როდესაც უკვე 22 წლის ასაკში “რეალში” გადადიხარ?

– ჩემი მიზანი “რეალში” რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენაა.

– ვალდანო და მოურინიუ ამბობდნენ, რომ თქვენ შესაძლოა კიდევ 10 წელი სამეფო კლუბში გაჩერდეთ.

– ბედნიერი ვარ, ისინი ჩემით კმაყოფილნი რომ არიან. მსურს მადრიდში დიდი ხნით დარჩენა.

– კონკურენცია, რომელიც ეხება საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საკმაოდ სასტიკია: მესი, რონალდუ.

– და ასევე უეინ რუნი. ისინი ყველანი თავდამსმხელები არიან. მოედნის ცენტრში თამაშით ძნელია გახდე მსოფლიოში საუკეთესო.

# 6ავტორი: giga-zestafoni
საღოლ გიო კაი სტატიებს ამატებ
# 7ავტორი: Archvadze
ბედნიერი კიარა სიგარეტის კაჩავს თავი დაანებე!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით