კანალესი ოფიციალურად ვალენსიაში გადავიდა
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან ცდილობდა გუნდიდან გაეშვა სერხიო კანალესი. თუ REALMADRID.COM ს დავუჯერებთ მადრიდის "რეალმა" სერხიო კანალესი 2 წლიანი არენდით გაუშვა "ვალენსიაში". ყველაფერი იქიდან დაიწყო როცა მადრიდის "რეალმა" რასინგიდან 19 წლის სერხიო გადაიბირა, მას სეზონის დაწყებამდე გუტის შემცვლელად მიიჩნევდნენ, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელი "რეალში" ვერ ათამაშდა და გუნდმა მისი არენდით გაშვება გადაწყვიტა. მან მთლიანობაში "რეალში" 15 მატჩი ითამაშა და გაიტანა 1 გოლი.
შეგახსენებთ, რომ სერხიო კანალესი მხოლოდ 20 წლისაა და მას საფეხბურთო კარიერა წინ აქვს.
შეგახსენებთ, რომ სერხიო კანალესი მხოლოდ 20 წლისაა და მას საფეხბურთო კარიერა წინ აქვს.
მოიწონეთ სტატია
კომენტარები