მათ ერთი რამ აკავშირებთ, ისინი რეალის ფორვარდები არიან

მათ ერთი რამ აკავშირებთ, ისინი რეალის ფორვარდები არიან

5-08-2011, 16:41

მადრიდის "რეალის" ფორვარდებმა გონსალო იგუაინმა და კარიმ ბენზემამ პრეს-კონფერენცია გამართეს. როგორც მოგეხსენებათ, "ბლანკოსის" ფეხბურთელები ცდილობენ, რომ სუპერ თასს კარგ ფორმაში შეხვდნენ, სწორედ ამიტომ მათ დატვირთული გრაფიკი აქვთ. მადრიდელებმა "olimpic stadium" ზე ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მათ პრეს-კონფერენცია გამართეს.

გონსალო იგუაინი:
" ჟოზე მაურინიომ იცის თავისი საქმე, მე არ მაქვს უფლება ვილაპარაკო იმაზე, იყიდის თუ არა ჩვენი გუნდი კიდევ ერთ ფორვარდს. მე უნდა გავიტანო გოლები და დავეხმარო გუნდს."

კარიმ ბენზემა:
" მე და კრისტიანო რონალდო უკვე ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ის ჩემი მეგობარია, მოედანზეც და მის გარეთაც. ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო რათა გუნდს დავეხმარო მაგრამ არ შემიძლია ვისაუბრო ახალ ფორვარდზე. ეს მწვრთნელის და პრეზიდენტის საქმეა."

# 2783ავტორი: Sportnews
ბენზო შენი იმედი მაქვს შემდეგ სეზონში , იგუაინი შენიც , მაგრამ ბეზოსი უფრო

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით