Image

კოტრიკაძე 75 წლის გახდებოდა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 09-აგვ, 21:019 Richie 2490


თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე სერგო კოტრიკაძე, დღეს 75 წლის გახდებოდა.
სერგო კოტრიკაძე ”ოქროს ბიჭების” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ ... საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მეკარე.

იყო თბილისის “დინამოს” გოლკიპერი 1957-70 წლებში , ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატების 260 მატჩი და 58 საერთაშორისო შეხვედრა. შედიოდა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. მონაწილეობდა 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და მეჩვიდმეტე ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში. მიღებული აქვს სსრ კავშირის ჩემპიონის (1964) და სამი ბრინჯაოს (1959, 1962, 1967) მედალი. 1969 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1962 წელს აღიარეს სეზონის საუკეთესო მეკარედ და მიეკუთვნა ჟურნალ “ოგონიოკის” პრიზი. ოთხჯერ შედიოდა “33 საუკეთესოს” სიაში (1960-63). არის ქართული ფეხბურთის XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების კარის დარაჯი. ღირსების ორდენის კავალერი...

სერგო კოტრიკაძე 3 მაისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გულის შეტევით გარდაიცვალა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 9 აგვისტო 2011 22:45
WesLeY

აქ რამე არის სასაცილო?
WesLeY 9 აგვისტო 2011 22:10
ციტატა: gvelesa
აცხონოს.........

lol
gvelesa 9 აგვისტო 2011 21:18
აცხონოს.........
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (148)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა