Image

ვინ გახდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი?

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 17-აგვ, 14:239 Richie 3624


















ვინ გახდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი?

როგორც მოგეხსენებათ, უეფა ყოველ წელს ასახელებს თავის რჩეულს, ანუ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. ეს ტიტული ბევრ ფეხბურთელს მოუგია 1998 წლით დაწყებული 2010 წლით დამთავრებული. ყოველ წელს ერთი განსაკუთრებული ფეხბურთელი ამ ტიტულს ეუფლება.

წელს უეფამ ტრადიციულად სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ევროპის წლის ფეხბურთელი გახდება.

პირველი ფეხბურთელი გახლავთ, ფეხბურთელი რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი "ბარსელონას" შესწირა. ეს ფეხბურთელი ახალგაზრდული გუნდიდან მოყოლებული დღემდე "ბლაუგრანელების" ღირსებას იცავს. მას კატალონიელების ნახევარდაცვის ბურსჯს ეძახიან. ადამიანი რომელიც გუნდს პასებით ამკობს და სამ გამოკვეთილ შემტევს გოლის გატანის საშუალებას აძლევს. ამ ადამიანის სახელი და გვარი ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცის: ხავი ერნანდესი.

მეორე ფეხბურთელის სამშობლო არგენტინაა. დიახ იგი იმ ქვეყნიდანაა საიდანაც დიეგო არმანდო მარადონა ბრძანდება. სწორედ ამ ფეხბურთელს ადარებენ ახალგაზრდა 24 წლის მოთამაშეს, რომელიც უკვე ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მას მრავალი ინდივიდუალური ტიტული აქვს მოგებული, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყანს. ეს ფეხბურთელი გახლავთ ლიონელ ანდრეს მესი.

და ბოლოს მესამე მოთამაშე პორტუგალიელი ვარსკვლავია. მან კარიერა "სპორტინგში" დაიწყო შემდეგ მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა და ალექს ფერგიუსონმა მისი გადაბირება გადაწყვიტა. ზემოთ ხსენებულ კლუბში მან 6 სეზონი დაჰყო, მისგან უდიდესი ვარსკვლავი დადგა და ინდივიდუალური ტიტულებით ლიონელ მესის არ ჩამოუვარდება. როგორც არგენტინელი მასაც აქვს მოგებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. დღეს იგი "რეალში" თამაშობს და უდიდესი შანსი აქვს წელს ევროპაში საუკეთესო გახდეს. ეს ფეხბურთელი გახლავთ კრისტიანო რონალდო.

ამ სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი ძალიან მალე 26 აგვისტოს 2010/2011 წლების საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

ახლა კი ამ არაჩვეულებრივი ტიტულის სტატისტიკას გაგაცნობთ

1997-1998 - რივალდო
1998-1999 - ბექემი
1999-2000 - რედონდო
2000-2001 - ეფენბერგი
2001-2002 - ზიდანი
2002-2003 - ბუფონი
2003-2004 - დეკო
2004-2005 - ჟერარდი
2005-2006 - რონალდინიო
2006-2007 - კაკა
2007-2008 - რონალდუ
2008-2009 - მესსი
2009-2010 - დიეგო მილიტო

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
gvelesa 18 აგვისტო 2011 11:26
რათქმაუნდა მესი გახდება მითუმეტეს სუპერ თასის შემდეგ
Richie 17 აგვისტო 2011 20:59
dato_cule,
არც შენ და არც არავინ იცის როგორ განსჯის უეფა და როგორ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას 10
dato_cule 17 აგვისტო 2011 20:21
berdia212,
nodariko,
აუ ჩემი ასეთი დაუნახაობაც უკვე მეტისმეტია ტოო... რონალდოს რო მიეცით ხმა რა გააკეთა მესიზე მეტი ამ სეზონში (ეხლა პიჩიჩიო არ მითხრათ). კაცი ჩემპ. ლიგის ყველა დროის საუკეტესო ბომბარდირი გახდა (ნისტელროისთან ერთად რათქმაუნდა), ლა ლიგა მოიგო, ცემპ. ლიგა მოიგო, 31 გოლი გაიტანა პრიმერაში, 12 ლიგაზე, საგოლე პასებზე ლაპარაკი ზედმეტია! და მაინც რონალდო აირებს ხოო? ფუუუუ ჩემი 18
Richie 17 აგვისტო 2011 19:11
berdia212

ჯერჯერობით ყველაზე მეტი ხმა რონალდუს აქვს და ხავის ყველაზე ნაკლები lol
berdia212 17 აგვისტო 2011 18:48
რაულიტო არც მე დაგეტახმები

მგონი ხავი გახდება
nodariko 17 აგვისტო 2011 16:16
რაულიტო,
ვერ დააგეთანხმები : (
Sportnews 17 აგვისტო 2011 14:49
ყოჩაღ ლუკა კარგი სტატია , მესი გახდება ამას ლაპარაკი რათ უნდა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (275)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა