Image

საქართველოს თასის გათამაშება საინტერესოდ დაიწყო

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 18-აგვ, 23:169 Richie 2811


გუშინ, 17 აგვისტოს, დაიწყო 2011–2012 წლების სეზონის საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშება.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად დაყოფილმა გუნდებმა პირველი 1/16 ფინალური მატჩები გამართეს.მცირეოდენი სენსაციები პირველივე მატჩებში დაფიქსირდა. მაგალითად, საკუთარ მოედანზე დამარცხდა ზუგდიდის „ბაია“, რომლის მეტოქეც ხარაგაულის „ჩხერიმელა“ იყო. ბოლნისის „სიონმა“ კი, ფრე – 1:1 ითამაშა „ნორჩ დინამოელთან“. დანარჩენი მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა.

აღმოსავლეთი ზონა

სიონი (ბოლნისი) – ნორჩი დინამოელი (თბილისი) 1:1

აეტი (თბილისი) – დილა (გორი) 0:2

სპარტაკი (ცხინვალი) – ზოოვეტი (თბილისი) 4:0

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სტუ (თბილისი) 2:1

ჩიხურა (საჩხერე) – ლოკომოტივი (თბილისი) 5:0



დასავლეთი ზონა

სამტრედია (სამტრედია) – სულორი (ვანი) 1:1

დინამო (ბათუმი) – მერცხალი (ოზურგეთი) 3:0

ბაია (ზუგდიდი) – ჩხერიმელა (ხარაგაული) 0:1

ტორპედო (ქუთაისი) – მესხეთი (ახალციხე) 2:0

კოლხეთი (ხობი) – კოლხეთი (ფოთი) 2:1

გურია (ლანჩხუთი) – ჭიათურა (ჭიათურა) 0:0

მერანი (მარტვილი) – სქური (წალენჯიხა) 0:0

1/16 ფინალის განმეორებითი მატჩები 13 და 14 სექტემბერს გაიმართება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა