ფრე თურქეთთან

ფეხბურთი / საქართველო 14-ნოე, 15:259 Dark Dante 1271 0






საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც თურქეთის ქალაქ ექსიშეჰირში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში იღებს მონაწილეობას, მორიგი შეხვედრა გამართა...

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა მოზარდ ჯვაროსანთა გუნდმა მასპინძლებთან ფრედ 1–1 ითამაშა და ელიტ-რაუნდში გასვლის შესანიშნავი შანსი მოიპოვა. 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დღეს მოედანზე ერთდროულად ხუთ დინამოელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება - დავით ხოჭოლავა, ნიკა სანდოხაძე, ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი და ალექსანდრე რეხვიაშვილი მასპინძელ მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეებრძოლნენ. შეხვედრის განაცხადში მყოფ კიდევ ორ დინამოელს - ლევან ტყეშელაშვილსა და გიორგი პაპავას გიორგი დევდარიანის გადაწყვეტილებით, შეხვედრის ბოლომდე, სათადარიგოთა სკამზე მოუწიათ ყოფნა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას ჩვენი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგთან გამართავს და წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ელიტ-რაუნდის საგზურსაც მოიპოვებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018