უეფას 2012–13 წწ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს გოგონათა შორის საქართველო უმასპინძლებს

უეფას 2012–13 წწ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს გოგონათა შორის საქართველო უმასპინძლებს

28-11-2011, 23:10

გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის 2012–13 წლის 17 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ტურნირის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა...

კენჭისყრაში ევროპის 44 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებიც იყო. ჩვენი გოგონები მეცხრე ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები ირლანდიის, ფინეთის და ბელორუსიის ნაკრები გუნდები იქნებიან.

ჯგუფური კენჭისყრის გარდა, გუშინვე გაირკვა მინი–ტურნირების მასპინძელი ქვეყნების ვინაობაც.

მეცხრე ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპი 2012 წლის 1–6 ოქტომბერს გაიმართება და მისი მასპინძელი საქართველო იქნება.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გოგონებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მშობლიურ გარემოში ასპარეზობა ჩვენს ჩვიდმეტწლამდე გოგონათა ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

# 1454ავტორი: admin
აეეეე კაია წავიდეთ უყუროთ :)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით