Image

გოგა ბერაია: შეიძლება ზედმეტი მონდომების გამოც ვღებულობ ტრამვებს

ფეხბურთი / საქართველო 30-ნოე, 23:259 Dark Dante 1158


გოგა ბერაია დინამოში სეზონის წინ ჩაირიცხა. იგი კარგა ხანი აზერბაიჯანში თამაშობდა. მისი ბოლო კლუბი გაბალა იყო, სადაც ტონი ადამსის გუნდის კაპიტანი გახლდათ. სამწუხაროდ გოგას კარიერა დინამოში ჯერ ისე ვერ აეწყო, როგორც მას და გუნდის ქომაგებს სურდათ. გაუთავებელმა მიკროტრავმებმა, ბერაიას საკუთრი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შესაძლებლობა არ მისცა...

,,როგორც კი ჩამოვედი და დინამოსთან კონტრაქტი გავაფორმე, მესამე დღეს ვარჯიშზე დავშავდი. შეკრებაზე გამგზავრებისას, სამწუხაროდ მე უკვე ტრავმირებული ვიყავი და ვერც შეკრება გავიარე სრულფასოვნად, თუმცა გუნდთან ერთად ვიყავი და ინდივიდუალურად ვემზადებოდი. მიკროტრავმების გამო დიდი დრო გამიცდა, სამწუხაროდ ვერ ვთამაშობდი. სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ჩადგომისთანავე პრობლემები მექმნებოდა. იმდენად მინდა მოედანზე გამოსვლა და გუნდთან ერთად თამაში, რომ შეიძლება ზედმეტი მონდომების გამოც ვღებულობ ტრავმებს. ალექს გარსია ჩემს მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია, სამწვრთნელო შტაბის წევრთაგან გულგრილობა არასდროს მიგრძვნია. სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით ვერ მეღირსა მოედანზე გასვლა. ახლა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და მომდევნო თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადები. მართალია თამაში არ მიწევს, თუმცა ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გულზე ერთი გერბი გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დინამომ ნებისმიერ შეხვედრაში 3 ქულა მოიპოვოს – ეს იქნება ჩემი დახმარებით, თუ ჩემს გარეშე. მომავალ შეხვედრაზე საუბრამდე, აღვნიშნავდი, რომ გორის დილაში ჩემი ძმა თამაშობს და მოხარული ვიქნები, თუ მის წინააღმდეგ მომიწევს მოედანზე გამოსვლა. დილა ნორმალური გუნდია, მაგრამ დინამო ყოველთვის დინამო იყო და მოედანზე მუდამ მოსაგებად გადის. დილა ჩვენი მოწინააღმდეგეა ისევე, როგორც ეს ზესტაფონი, ტორპედო ან მეტალურგი არის. ძალიან მინდა თამაში, მსურს ჩემი წილიც შევიტანო დინამოს წარმატებაში. შეიძლება გოლი ვერ გავიტანო, მაგრამ მსურს გუნდს დავეხმარო 10 წუთი იქნება ეს თუ 90." განაცხადა გოგა ბერაიამ დინამოს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (172)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა