ფაბრე არსენალზე ფიქრობს

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 25-დეკ, 17:249 Richie 1270 0






"ბარსელონას" ახალწვეული და ამავე კლუბის აღზრდილი ცესკ ფაბრეგასი ჯერ კიდევ ფიქრობს მის ყოფილ გუნდზე "არსენალზე". იგი ფიქრობს, რომ შესაძლოა ერთ დღეს მან კიდევ ერთხელ მოირგოს "მეთოფეების" ფორმა.

"თუ ოდესმე დავტოვებ "ბარსელონას" მე აუცილებლად "არსენალის" ფეხბურთელი გავხდები. მე ძალიან მიყვარს ჩემი ყოფილი გუნდი და მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის"

"არსენ ვენგერი ძალიან კარგი მწვრთნელია. იგი ერთ-ერთია საუკეთესოთა შორის, მე მას დიდ პატივს ვცემ" აცხადებს ცესკი

ესპანელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ "არსენალში" დაიწყო და მხოლოდ ამ ზაფხულს შეელია ნისლიან ლონდონს. იგი "ბარსელონაში" 25 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადავიდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018