ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ბოაშმა ტორესზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ლონდონის "ჩელსიმ" "ფულჰემს" უმასპინძლა და ფრედ 1-1 ეთამაშა. ვილიაშ-ბოაშმა მთელი თამაშის განმავლობაში ფერნანდო ტორესი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, რათა მისთვის თავის გამოჩენის შანსი მიეცა.

ვილიაშ-ბოაში ტორესით კმაყოფილია, მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს სადაც იგი ამბობს, რომ ფერნანდომ კარგად ითამაშა და კარგი გადაწყვეტილება იყო, მისი სასტარტოში დაყენება.

"ვარჯიშებზე ფერნანდო ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მე გადავწყვიტე, რომ იგი სასტარტოში დამეყენებინა, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ კარგად ითამაშებდა. საბოლოოდ ჩემმა იმედებმა მის მიმართ გაამართლა. მან დღეს ძალიან კარგად ითამაშა და შედეგად საგოლე გადაცემა გაუკეთა ხუან მატას." განაცხადა ანდრე ვილიაშ-ბოაშმა.








კომენტარის დამატება