პიპიტას მამა შვილს რეალში დარჩენას ურჩევს

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 01-იან, 03:369 Richie 1066 0






მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის გონსალო იგუაინის მამა და აგენტი ხორხე იგუაინი თავის შვილს, "მერენგებში" დარჩენას ურჩევს. მას იმედი აქვს, რომ პიპიტა ჭკუას მოუხმობს და ყველაფერს ნორმალურად გააანალიზებს.

არგენტინელ ფეხბურთელს ზამთარში შემოთავაზება აქვს ლონდონის "ჩელსისგან" და სერია ა ს ლიდერი "იუვენტუსისგან". მიუხედავად ამისა, ხორხე იგუაინი თავის შვილს "რეალში" დარჩენას ურჩევს კონტრაქტის ამოწურვამდე. პიპიტას კი "რეალთან" ხელშეკრულება 2016 წლის ივნისამდე აქვს დადებული.

"მადრიდის "რეალში" არავინ საუბრობს იგუაინის გაყიდვაზე, მე იმედი მაქვს გონსალო გუნდში დარჩენას გადაწვეტს კონტრაქტის დასრულებამდე. მას "რეალთან" ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე აქვს დადებული" აცხადებს ხორხე იგუაინი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018