ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ანჩელოტი: ფერგიუსონი შემიყვარდა

იტალიელმა სპეციალისტმა რომელიც ამჟამად ფრანგული პსჟ–ს ღირსებას იცავს საკმაოდ საინტერესო რამ თქვა ჟურნალისტებთან ინტერვიუში...

,,შეიძლება ითქვას რომ მას შემდეგ რაც ფერგიუსონი გავიცანი მე ის ფაქტიურად შემიყვარდა. მხოლოდ ერთეულები არიან ფეხბურთში ისე ცახედულები როგორც ფერგიუსონია, მან შექმნა გუნდი რომელიც ყოველთვის თანამედროვეა, მანჩესტერ იუნაიტედი უფრო ევროპული გუნდია ვიდრე ინგლისური. მიუხედავად იმისა ვის ხვდება იუნაიტედი, ფერგიუსონი არასდროს არ ამბობს წინასწარ გუნდის გამარჯვებაზე. მას ყოველთვის შეუძლია თავისი გუნდის ფოკუსირება მოახდინოს გამარჯვებაზე საკუთარი ლაპარაკით მაგალითად შემიძლია გავიხსენო 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ასე რომ მე მართლაც შეყვარებული ვარ ფერგიუსონზე როგორც ფეხბურთის უდიდდეს სპეციალისტზე." განაცხადა ანჩელოტიმ.












კომენტარის დამატება