ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი
ყენია მალე შალკეს შეუერთდება

გელზენკირხენის "შალკე" 3 იანვარს ყატარში მიდის შეკრებაზე. www.reviersport.de-ს ინფორმაციით, გუნდის მწვრთნელმა ჰუბ სტევენსმა ის 26 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც თბილ ქვეყანაში წაიყვანს და მათ შორის არაა ლევან ყენია...

მიუხედავად იმისა, რომ იყო შანსი, ლევანი პირველივე შეკრებაზე წასულიყო და გუნდთან ერთად დაეწყო ვარჯიში, თუმცა როგორც ჩანს, სრული დატვირთვა ჯერ ადრეა.
"შალკე" ყატარში 11 იანვრამდე დარჩება და ორ ტესტ-მატჩს გამართავს. ბუნდესლიგა 20 იანვარს განახლდება და არაა გამორიხული, ლევანმა მანამდე დაიწყოს გუნდთან ერთად წვრთნა, თუმცა 11 იანვრამდე გამორიცხულია.
შეხსენებისთვის, 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 2009 წლის ოქტომბერს მიიღო კოჭის ტრავმა და მას შემდეგ არ უთამაშია – სამჯერ გადაიტანა ოპერაცია და ამიტომაც, ნაადრევად დატვირთვების მიღება საშიშია.
ყენია გაწერილი პროგრამით განაგრძობს ვარჯიშს და შორს არაა ის დრო, როცა "შალკეს" შეუერთდება.












კომენტარის დამატება
  • Sportnews

  • 3 იანვარი 2012 00:00
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5456 публикаций
^
მთავარია სრულად გამოჯამრთელდეს, სისწრაფერ არ ივარგებს

--------------------