ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
გუარდიოლას აზრით მესი კარიერის პიკში არ არის

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე და მის შეგირდზე ლიონელ მესიზე ისაუბრა. მისი თქმით მესი ჯერ კიდევ არ არის კარიერის პიკში და იგი უკეთესი გახდება.

24 წლის ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გახდა FIFA Ballon d'Or ის სამეულის წევრი. წელს მისი მეტოქეები კრისტიანო რონალდო და ხავი ერნანდესი არიან. პეპ გუარდიოლა აცხადებს, რომ მესის ყველაზე დიდი შანსი აქ წელსაც გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი და მიშელ პლატინის რეკორდი დაამყაროს.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ლიონელ მესი წელსაც საუკეთესო გახდება. იგი პროგრესირებას აგრძელებს, კარიერის პიკი მისთვის ჯერ კიდევ ადრეა" აცხადებს პეპ გუარდიოლა

შეგახსენებთ, რომ FIFA Ballon d'Or ის გამარჯვებული 9 იანვარს დასახელდება.












კომენტარის დამატება