ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ოფიციალურად ტიერი ანრი მეთოფეა

ლონდონის "არსენალმა" "ნივ იორკ რედ ბულსთან" შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწია. "მეთოფეების" ლეგენდა ტიერი ანრი ლონდონში დაბრუნდა და მალე პირველ შეხვედრასაც ჩაატარებს. თუ ანრი 2 თვის განმავლობაში ყველა შეხვედრას ჩაატარებ, პრემიერ-ლიგაში 8 თამაშის ჩატარება მოუწევს, ერთ-ერთი მათგანი "ტოტენჰემთან" ლონდონური დერბი იქნება.

ტიერი ანრის ევროპაში 1 წელი და 6 თვეა არ უთამაშია. იგი 2010 წლის ზაფხულში პეპ გუარდიოლამ უფასოდ გაუშვა ევროპიდან.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი "არსენალის" რეკორდსმენია. მან "მეთოფეებში" ყველაზე მეტი 369 მატჩი ითამაშა, მას შემდეგ რაც იგი "იუვენტუსიდან" გადავიდა ლონდონურ კლუბში.










კომენტარის დამატება