ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ანრი: აქ დასახმარებლად ვარ

უკვე ყველასათვის ცნობილია რომ ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოკლევადიანო კონტრაქტი გააფორმა ტავის ყოფილ კლუბ არსენალთან...

ფეხბურთელის დაბრუნების გადაწყვეტილება არსენ ვენგერს ეკუთვნოდა, კლუბმა ფეხბურთელი დააბრუნა რადგან გარკვეული დროის განმავლობაში მას ჟერვინიო და შამახი დააკლდება ისინი აფრიკის თასზე სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდნენ, სწორედ ამ დროის განმავლობაში გუნდის დანაკლისს ფრანგი თავდამსხმელი შეავსებს.

ანრი არსენალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია მან 370 შეხვედრაში 226 გოლი გაიტანა. გასული წლის ნოემბრიდან ფეხბურთელი არსენალთან ერთად ვარჯიშობს იმისათვის რომ ფორმა არ დაკარგოს.

,,მე ძალიან ბედნიერი ვარ და მჯერა რომ იმ მოკლე დროის განმავლობაში რასაც ანრი ჩვენთან ერთად გაატარებს ტიერი იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა როგორც გასახდელში ასევე მოედანზე." ციტირებს მეთოფეების მთავარი მწვრთნელის სიტყვებს არსენალის ოფიციალური საიტი.

,,მე აქ მოვედი არა იმისათვის რომ გმირის როლი მოვირგო ან რამე დავამტკიცო უბრალოდ მინდა ყველამ იცოდეს რომ აქ დასახმარებლად ვარ, ეს არენდაა და ალბათ ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში სათადარიგო სკამზე ჯდომა მომიწევს. ბოსს უკვე ყავს გუნი რომელიც თავი საქმეს არაჩვეულებრივად აკეთებს." განაცხადა ტიერი ანრიმ.












კომენტარის დამატება