ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ვენგერი: სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს

ინგლისური კლუბის მტავარი მწვრთნელი აღფრთოვანებულია მისი გუნდის ჰოლანდიელი კაპიტნის შედეგებით...

რობინმა გასულ წელს მოედანზე 3 132 წუთი გაატარა მის შემდეგ მოდის შესნი (2 970 წუთი) და ლორენ კოსელნი (2 896).

,,სტატისტიკა იმის თვალსაჩინო მაგალიტია თუ როგორ სწრაფად შეუძლია ფეხბურთელს პროგრესირება უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაშის დროს. ჯერ კიდევ 2010 წლის დასასრულს არავინ დაიჯერებდა რომ ვან პერსი მოედანზე ყველაზე ბევრ დროს გაატარებდა." განაცხადა არსენ ვენგერმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

მწვრთნელი ასევე შეეხო კოსელნის პროგრესსაც:,,მან შესამჩნევად გამოასწორა თავისი თამაში ამ წელს, ყოველ თამაშში რაღაც ახალს სწავლობს და იზრდება როგორც ფეხბურთელი, სწორედ ამიტომ ის უკვე გახდა გუნდისათვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა."












კომენტარის დამატება