Image

ბარსელონა კვლავ ქულებს კარგავს

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 09-იან, 11:339 Dark Dante 1412


















ესპანიოლმა ბარსელონას შესაბამისი წინააღმდეგობა გაუწია და ამის შედეგად დერბიში ორივე კატალონიურმა კლუბმა თითო–თითო ქულის აღება შეძლო...

ფაქტიურად ასე ბარსელონას წინააღმდეგ ვერავინ თამაშობს თუ არ ჩავთვლლით მადრიდის რეალს, რომელიც მიმდინარე სეზონის ყველა კლასიკოში დამარცხდა.

ესპანიოლი ბოლო შეხვედრაში არც თუ ისე ცუად გამოიყურებოდდა თუ გავითვალისწინებთ იმას ვინ იყო მისი მოწინააღმდეგე, ისინი ყოველთვის ცდდილობდნენ მოწინააღმდეგესათვის შეტევაზე შეტევით ეპასუხა და მისი თავდასხმა საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობდა.

ბარსელონას თავიდან თითქოს არ გასჭირვებია გოლის გატანა, დანი ალვეშის ჩაწოდებას სესკ ფაბრეგასი გამოეხმაურა და თავური დარტყმით საკმაო შორიდან ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია. ბარსელონას გატანილი გოლი შემდეგ ისინი ჩვეულ სტილში ათამაშდნენ და თამაში თითქოს დაამთავრეს კიდეც, ძალებს ზოგავდნენ შემდეგი შეხვედრებისათვის. თუმცა მეტოქე კვლავ ცდილობდა გოლის გატანას და გამოუვიდა კიდეც. ძალიან ძნელია როდესაც იტანენ შეხვედრის დამთავრებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ძალები მოიკრიბო და გამარჯვების გოლი გაიტანო, როგორც წესი ასეთი შეხვედრები ფრედ დამთავრდა და ასე მოხდა გუშინაც.

ალვაროს გოლის წყალობით რომელიც მან შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაიტანა სატურნირო ცხრილში ესპანიოლისათვის რადიკალურად არაფერი იცვლება ხოლო სულ სხვა სიტუაციაა ბარსელონასთან დაკავშირებით ის ახლა ქულების საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამორჩება რეალს.


ესპანიოლი – ბარსელონა (1–1)

გოლები: ფაბრეგასი(15); ალვარო(86).

ესპანიოლი:
ალვარესი (კიკო კასილია 81); ამატი; როდრიგესი; მორენო; დიდაკ; ფორლინ; რომარიკი (ალვარო 65); ტევი; ვერდუ; ვაისი (ჩავი ლოპესი 46); გარსია.

ბარსელონა: ვალდესი, ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა, ალექსის სანჩესი (პედდრო 72), ფაბრეგასი (კეიტა 85), მესი.

გაფრთხილებები: რომარიკი, როდრიგესი, ამატი ფორლინი, კიკო კასილია – მესი.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 9 იანვარი 2012 14:47
Dark Dante,
კი მალე 1-2 წელში wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Dark Dante 9 იანვარი 2012 12:45
რაულიტო,
კლასიკო ყოველთვის წყვეტს რაღაცას, ეს 5 ქულაც მალე შემცირდება და ბარსას სასარგებლო გაიზრება, იმედია...
Sportnews 9 იანვარი 2012 12:42
5 ქულა , 5 ქულა, მთავარია ეხლა რეალმა ქულები აღარ დაკარგოს და მეორე ელ კლასიკო აღარაფერს წყვეტს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (335)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა