იბრამ ტევესზე ისაუბრა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 09-იან, 18:059 Richie 1031 0





როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი კარლოს ტევესი ერთი ფეხით იტალიაში დგას. იგი შესაძლოა სატრანფერო ფანჯრის დასრულებამდე "მილანში" ვიხილოთ.

ამის შესახებ "როსონერის" ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუბრობს. მისი თქმით ტევესი ბევრი გოლის გატანას შეძლებს იტალიაში და ეს გუნდისთვისაც მომგებიანი იქნება.

"იმ შემთხვევაში თუ ტევესი ჩვენიანი გახდება, იგი ბევრი გოლის გატანას შეძლებს და სათამაშო დროც ექნება. ჩემთვის მთავარია მოგება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს. ტევესი ჩემპიონობაში დაგვეხმარება." თქვა შვედმა ფეხბურთელმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018