Image

მილანში ყველაფერი გაირკვა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 13-იან, 09:199 Richie 1146


იტალიური "მილანის" გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი აღარ აპირებს შეიძინოს კარლოს ტევესი, რადგან "როსონერის" ბრაზილიელმა ფორვარდმა ალეშანდრე პატომ "პსჟ" ში გადასვლაზე უარი თქვა და იტალიაში დარჩენა ამჯობინა.

გალიანი ხუთშაბათს ლონდონში ჩაფრინდა, რათა "მანჩესტერ სიტისთან" საბოლოოდ დაემთავრებინა მოლაპარაკებები ტევესის თაობაზე თუმცა, შეთანხმება არ მოხდა.

"პატომ გადაწყვიტა "მილანში" დარჩეს, ამიტომ ტევესი ჩვენთან არ გადმოვა. ეს ჩვეულებრივი სატრანსფერო პოლიტიკაა, თუ ერთი ფეხბურთელი არ წავა, მეორე არ მოვა." განაცხადა ადრიანო გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული "პსჟ" ალეშანდრე პატოს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ბრაზილიელმა ბოლო მომენტში უარი თქვა "მილანის" დატოვებაზე.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (171)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა