ფეხბურთი
ოფიციალურად: მაქსველი პსჟ-ს ფეხბურთელია

"პარი სან ჟერმენმა" კატალონიის "ბარსელონას" მარცხენა მცველი მაქსველი იყიდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს ესპანეთში არ ჰქონდა სათამაშო დრო, ამან დიდი როლი ითამაშა მაქსველის გუნდის გამოცვლაში.

მაქსველმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ "ბარსელონამ" 4 მილიონი ევრო მიიღო.

" ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია რომ "პარი სან ჟერმენის" ფეხბურთელი გავხდი. მე ძალიან კარგად ვიცნობ ლეონარდოს იგი დამეხმარება ადაპტაციის გავლაში" განაცხადა ფეხბურთელმა.












კომენტარის დამატება