ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ბარსელონას მძიმე გამარჯვება

კატალონიურ სუპერ კლუბს მოუწია გამარჯვებისათვის ებრძოლა არც თუ ისე ადვილ შეხედრაში რეალ ბეტისის წინააღმდეგ...

ჩვეულებრივ შეხვედრებში რომელშიც ბარსელონა მონაწილეობს არ ელოდებიან რაიმე განსაკუთრებულს, მითუმეტეს თუ საქმე ეხება კამპ ნოუზე თამაშს სადაც ყველა სტუმარი გუნდი თავის მთელ ინიციატივას და რაც მთავარია ბურთს მეტოქეს უთმობს. წუხელ კი ,,ფეხბურთის თეატრში" ბარსელონას ბეტისი ეწვია რომელსაც სამ მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა ლა ლიგაში, რათქმაუნდა ეს კარგი შედეგია მაგრამ როცა მოწინააღმდეგე ბარსელონაა მაშინ ყველაფერი სხვაგვარად არის, ეს ხომ სულ სხვა დონეა, განსხვავება ბეტისსა და სხვა გუნდებს შორის რომელმაც ამ სეზონში ბარსელონასთან კამპ ნოუზე ითამაშეს მხოლოდ ის იყო რომ ბეტისმა 2 ბურთის გატანა შეძლო ბარსას კარში და ამით შეწყვიტა ვიქტორ ვალდესის მშრალი სერია კამპ ნოუზე.

მატჩის დასაწყისში რათქმაუნდა მასპინძლები დომინირებდნენ და უკვე მე–20 წუთზე ანგარიში 2–0 იყო, პირველი ბურთი ჩავიმ გაიტანა დამატებაზე მას შემდეგ რაც ალექსისის პასით ერთი–ერთზე გასული ფაბრეგასის დარტყმული ძელს მოხვდა. ორი წუთის შემდეგ კი მესიმ თავისი მორიგი გოლი გაიტანა.

შეხვედრაში თითოქს ყველანაირი ინტრიგა დაიკარგა თუმცა ბეტისმა შეძლო ერთ–ერთი ტავისი კონტრ შეტევის რეალიზება და ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება, პირველი გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები დაიბნენ და თითქოს აირივნენ საპასუხოდ კი კიდევ ერთი გოლი მიიღეს და ანგარიში 2–2 გახდა...

დაძაბულობამ პიკს მატჩის ბოლო 20 წუთში მიაღწია, მას შემდეგ რაც ინიესტას წაქცევის გამო პენალტის დანიშვნისს ნაცვლად სიმულაციისათვის მსაჯმა ბარსელონას 8 ნომერს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა მიუხედავად ამისა ბარსელონამ მოახერხა ძალების მოკრებვა და ჩავის გადაცემის შემდეგ ალექსისმა ბარსა კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო კატალონიელების გამარჯვების წერტილი სამგზის ოქროს ბურთის მფლობელმა ლიონელ მესიმ პენალტით შეძლო რომელიც დორადოს ხელით თამაშს მოჰყვა.



ბარსელონა – ბეტისი (4–2)

გოლები: ჩავი (10), მესი (12) ; (86 პენ.), ალექსის სანჩესი (76); – კასტრო (31), სანტა კრუსი (52).

ბარსელონა: ვალდესი, პუიოლი, მასკერანო, აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, კუენკა (დანი ალვეში 46), ინიესტა (ადრიანო 88), ალექსისი, მესი, ფაბრეგასი (ტიაგო ალკანტარა 83).

ბეტისი:
კასტო, ისიდორო, მარიო, დორადო, ნაჩო, სევილია (მატილია 59), ირინეი (სანტა კრუსი 46), კანიასი, კასტრო, მოლინა (უსტარიტცი 73), მონტერო.

გაფრთხილებები:
მესი, პუიოლი, ინიესტა – ირინეი, სევილია, მარიო, მატილია, დორადო.












კომენტარის დამატება