ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
იგუაინს გამარჯვება სწყურია

მადრიდის "რეალის" ფორვარდმა გონსალო იგუაინმა მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა. მისი თქმით ჟოზე მაურინიო ყველასგან განსხვავებულია და მისი "რეალი" დიდ წარმატებას მიაღწევს.

მადრიდის "რეალმა" "ბარსასთან" ბოლო კლასიკოები წააგო, თუმცა იგუაინს პორტუგალიელი ტაქტიკოსის დიდი იმედი აქვს და სჯერა, რომ მაურინიო სანტიაგო ბერნაბეუზე გვარდიოლას შეგირდებს დაამარცხებს.

მთლიანობაში ჟოზე მაურინიოს მხოლოდ ერთი თამაში აქვს მოგებული "ბარსელონასთან", კოპა დელ რეის ფინალში. თუმცა დღევანდელი კლასიკოსთვის გუნდი დიდ მზადებაშია.

"ჩვენი მწვრთნელი ყველასგან განსხვავებულია. გუნდს მისი სჯერა, რაც მთავარია ყველანი დარწმუნებულები ვართ რომ გუნდი წლის ბოლოს ტიტულებს დაესაკუთრება." განაცხადა იგუაინმა

ამ სეზონზე გონსალო რონალდუს შემდეგ საუკეთესო ბომბარდირია. ჟოზე მაურინიოს იმედი აქვს, რომ იგი გოლის გატანას შეძლებს, თვითონ ფეხბურთელს კი გამარჯვება "სწყურია".

" ბოლო თამაში არც თუ ისე დამაჯერებლად ვითამაშეთ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გამარჯვებას მივაღწიეთ. გვინდა, რომ გამარჯვებას "ბარსელონასთანაც" მივაღწიოთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და წაგებულ თამაშებს ავანაზღაურებთ" თქვა გონსალომ.











კომენტარის დამატება