ფეხბურთი
სიტი მზადაა დე იონგს შეელიოს

გასულ სეზონში დე იონგი კლუბის ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ.რაც შეეხება წლევანდელ სეზონს ფეხბურთელმა სიტის მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა დერბიში ითამაშა, ისიც "სიტის" წამყვანი ფეხბურთელები არ ჰყავდა. გუნდს იაია ტურე,ჯეიმს მილნერი და გარეტ ბერი აკლდა.ძალიან დიდი შანსია იმისა რომ დე იონგმა ზამთრის სატრასფერო ფანჯარაზე სიტი დატოვოს.

ჰოლანდიელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. სიტიმ ფეხბურთელი უფასოდ რომ არ დაკარგოს სიტის ხელმძღვანელობამ უნდა დაიწყოს ფეხბურთელის მსურველი კლუბის ძებნა.ჯერჯერობით დე იონგის მისამართით ინტერესი მხოლოდ ქპრ–მ გამოიჩინა მაგრამ ფეხბურთელი უარზეა "ქპრ"-ში გადასვლაზე.












კომენტარის დამატება