ვილაშ-ბოაში: ”ნეიმარის მომავალი გადაწყვეტილია”

ფეხბურთი 08-თებ, 15:109 Tom Cleverley 957 0





ლონდონის ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანდრეს ვილაშ-ბოაში ”Laureus”-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ის ყურადღებას იჩენს ნეიმარის მიმართ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ბრაზილელის მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ”ნეიმარის საკითხი უკვე დახურულია და არავინ იცის ვინ გააკეთა ეს. სამწუხაროდ ეს ჩვენ არ ვართ” - გაგვანდო პორტუგალიელმა. პრესაში ბევრი ჭორი ვრცელდება იმის შესახებ, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს ნეიმარი ასპარეზობას. ვილაშ-ბოაშმა ბრაზილიელი ფეხბურთელების ქცევა შეაქო და მათზე გაანცხადა: ”სახეზეა მათი ქცევის ცვლილება იმაში, თუ როგორ ეპყრობიან ისინი კონკურენტებს. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ნეიმარი, განსო და ლუკასი არიან მომავალი 2 ან 3 სეზონის შემდეგ ევროპაში იბრწყინებენ”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა