ბარსელონა ბარტერისთვის ემზადება

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 06-მარ, 15:009 Richie 1053 0





როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" უკვე დიდი ხანია მცველის ყიდვას ცდილობს. მათ სურთ, რომ შეიძინონ მცველი რომელიც დაეხმარებათ პიკეს ან პუიოლის არ ყოფნის შემთხვევაში.

ესპანურმა გაზეთებმა დაადგინეს, რომ "ბარსელონა" უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია "ვალენსიას" ფრანგი ცენტრალური მცველით ადელ რამით. იგი "ვალენსიაში" 2011 წლის 3 იანვარს გადავიდა შემდეგ კი არენდით "ლილეში" დაბრუნდა. მას შემდეგ ეს ფეხბურთელი დიდ პროგრესს განიცდის და ამიტომაც მისით კატალონიური გრანდი დაინტერესდა.

"ბარსელონას" სურს, რომ მის ყიდვაში ალბერტო ბოტა გამოიყენონ. ეს ფეხბურთელი "სპორტინგში" თამაშობს, თუმცა ამ ზაფხულს "ბარსას" მისი გამოსყიდვის უფლება ეწურება. ბოტაში მათ 2 მილიონის გადახდა მოუწევთ.

"ბარსა" "ვალენსიას" ბოტას შესთავაზებს რამის სანაცვლოდ და კიდევ ფულის დამატებას პირდება. გუნდი ფრანგი მცველის გადმობირებაზე ზრუნვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თანავე დაიწყებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018