კაკას დარჩენა უნდა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 07-მარ, 14:559 Richie 1170 0





თანამედროვე ფეხბურთის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რიკარდო კაკამ მის ახლანდელ გუნდზე ისაუბრა. მან თქვა, რომ არ სურს "რეალიდან" სხვა გუნდში გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ სახარბიელო ფორმაში ნამდვილად არ არის.

კაკას "რეალთან" კონტრაქტი 2015 წელს უმთავრდება, თუმცა იგი დიდ დაღმასვლას განიცდის და "ბლანკოსის" ძირითადში ცოტა დროს ატარებს.

"მე ძალიან მინდა, რომ "რეალში" დავრჩე. სხვაგან წასვლას არ ვაპირებ კონტრაქტის დასრულებამდე მაინც." განაცხადა რიკარდო კაკამ

შეგახსენებთ, რომ კაკამ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა "ესპანიოლის" განადგურებაში კვირას.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018