ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ვან ბომელი შესაძლოა პსვ–ში ვიხილოთ

34 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი რომელიც ამჟამად ,,მილანის" ღირსებას იცავს არ გამორიცხავს რომ სეზონის დასრულების შემდეგ ,,პსვ"–ში გადავიდეს...

შეგახსენებთ რომ სეზონის ბოლოს ვან ბომელს კონტრაქტი უმთავრდება მილანთან და იმ შემთხვევაში თუ იტალიელები არ გააგრძელებენ კონტრაქტს ჰოლანდიელთან მაშინ მას გუნდის ძებნა მოუწევს.

,,რამოდენიმე შემოთავაზება მაქვს თუმცა მათ შორის მე ყველაზე რეალურად ,,პსვ"–ს ვარიანტს აღვიქვამ." აცხადებს თავად ფეხბურთელი.

მისი აგენტი კი აღნიშნავს რომ ვან ბომელი სამშობლოში იმ შემთხვევაში დაბრუნდება თუ ,,პსვ"–ს მწვრთნელის თანამდებობაზე ლუი ვან გაალი აღარ იქნება, ამ უაკასკნელთან ვეტერან ჰოლანდიელს ურთიერთობა ჯერ კიდევ ,,ბაიერნში" მოღვაწეობის დროს გაუუარესდა.












კომენტარის დამატება