ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
გვარდიოლა მასკერანოს არ გაუშვებს

,,ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა აღფრთოვანებულია მასკერანოს თამაშით...

თუ კატალონიური გრანდის თავკაცს დავუჯერებთ მანამ სანამ ის ,,ბარსელონას" უხელმძღვანელებს არგენტინელი მცველი არ დატოვებს კლუბს.

,,მასკერანო უნიკალური ფეხბურთელია, პრაქტიკულად შეუცვლელი. მიმდინარე სეზონში ის ნამდვილი ჯადოსნური ჯოხი გახდა. სწორედ ის დაგვეხმარა შეგვეცვალა პუიოლი როცა ტრამვირებული იყო და ახლაც არაჩვეულებრივად თამაშობს აბიდალის პოზიციაზე." განაცხადა გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.












კომენტარის დამატება