ჩემპიონთა ლიგა: ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 05-აპრ, 08:169 Richie 1152 2






როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა მეოთხედფინალების განმეორებითი შეხვედრები, შესაბამისად უკვე ცნობილია ნახევარფინალისტების ვინაობა.

"რეალი" 5 - 2 "აპოელი".

მადრიდის "რეალმა" გუშინ ნამდვილი კლასი აჩვენა "სანტიაგო ბერნაბეუზე". მატჩი მადრიდელების უპირატესობით წარიმართა და შედეგად 26-ე წუთზე კრისტიანო რონალდომ მარსელოს პასით მოახერხა გოლის გატანა. შეხვედრაში მეორე ბურთი რიკარდო კაკამ გაიტანა, მისი დარტყმა ძლიერი და მაღალი იყო, შედეგად მეკარე ვერ მიწვდა ბრაზილიელის დარტყმულს. შეხვედრის მესამე გოლი გუსტავო მანდუკამ გაიტანა გაიტანა 67-ე წუთზე, იგი იკერ კასილასთან ერთი ერთზე დარჩა და გოლის გატანა მოახერხა, 2-1. შემდეგი გოლი 74 წუთზე კრისტიანო რონალდომ ჯარიმის საშვალებით გაიტანა, მისი დარტყმა მეკარისთვის აუღებელი აღმოჩნდა. მე-80-ე წუთზე შეცვლაზე შემუსებმა დი მარიამ და კალეხონმა ბურთი გაითამაშეს და შედეგად არგენტინელის პასით კალეხონმა გოლის გატანა მოახერხა, 4-1. ზუსტად 2 წუთში "რეალის" კართან პენალი დაინიშნა და "აპოელის" ლიდერმა სოლარიმ გოლის გატანა მოახერხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ანხელ დი მარიამ დააფიქსირა იგი ეფექტურად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და კარიდან გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი, საბოლოო ანგარიში 5-2.



"ჩელსი" 2 - 1 "ბენფიკა"

ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ბენფიკა" მიიღო. შეხვედრა ორივე გუნდის შეტევებით წარიმართა და 21-ე წუთზე "ბენფიკას" კართან პენალი დაინიშნა. ბურთთან როგორც ყოველთვის ფრენკ ლამპარდი მივიდა და გოლის გატანა მოახერხა. ბურთი მარცხენა დაბალ კუთხეში გაუშვა მიუხედავად იმისა, რომ მეკარემ ბურთი ვერ აიღო მისი მოგერიების დიდი შანსი ჰქონდა. გოლის შემდეგ მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ლონდონის "ჩელსი" ფლობდა, თუმცა მატჩის 85-ე წუთზე სტუმრების ფეხბურთელმა ხავი გარსიამ თავით მოახერხა გოლის გატანა "ჩელსის" კარებში. მატჩის ბოლო წუთზე რაულ მეირელეშმა ეჭვები საბოლოოდ გაფანტა და ძლიერი დარტყმით ბურთი კარის ბადეში გაახვია, შედეგად საბოლოო ანგარიშჳ 2 - 1 დაფიქსირდა.



ნახევარფინალისტების ვინაობა უკვე გარკვეულია:

1 - "ბარსელონა" - "ჩელსი"

2 - "რეალი" - "ბაიერნი"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Sportnews 05-აპრ, 19:17

admin,
რეალი-ბაიერნი უფრო მაგარი, რადგან ამ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს

admin 05-აპრ, 18:04

მაგარი ნახევარფინალები იქნება :)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018