ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
დენილსონი არსენალის გადაწყვეტილებას ელის

ბრაზილიელ ნახევარმცველს უნდა ძალიან მალე გაერკვეს თავის მომავალში...

დენილსონი ამჟამად ბრაზილიაში ,,სან–პაულო"–ს შემადგენლობაში არენდის წესით გამოდის, სინამდვილეში ის არსენალს ეკუთვნის. სეზონის ბოლოს ბრაზილიელს არენდის ვადა გასდის და უნდა რაც შეიძლება მალე გაერკვეს თავის მომავალში, დენილსონს სამშოლოში დარჩენა და ,,სან–პაულოში" თამაში უნდა არსენალი კი მის გაყიდვას აპირებს რადგან ლონდონელებს არ უნდათ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის როლში დაკარგონ.

,,მე ,,სან–პაულოში" დარჩენა მინდა, ჩემი აგენტი შემდეგ კვირას არსენალის მმართველებს შეხვდება რომ მოძებნოს რამე გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ბევრი მეკითხება დავრჩები თუ არა გუნდში, ამის გამო იმედგაცრუებული ვარ რადგან მე თვითონ არ ვიცი ჩემი მომავლის ამბავი." განაცხადა ბრაზილიელმა ჟურნალისთებთან ინტერვიუში.








კომენტარის დამატება