ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
კლოპი: ვოლფსბურგთან მოგება რთული დავალებაა

,,დორტმუნდის" თავკაცის თქმით შემდეგ შეხვედრაში გამარჯვება მის გუნდს ჰაერივით სჭირდება...

გერმანიის ჩემპიონებმა ბოლო შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს ,,შტუტგარტთან" ნათამაშევი ფრით, რის გამოც ,,დორტმუნდსა" და მეორე ადგილზე მყოფ ,,ბაიერნს" შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა.

,,ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ბევრს ვვარჯიშობდით და ამიტომაც გამარჯვებას ველით. ზამთრის შესვენების შემდეგ გუნდი მეტი თავდაჯერებულობით თამაშობს რაც შედეგზეც აისახა, ეხლა ,,დორტმუნდი" ევროპულ ჩემპიონატზე გასვლის ერთ–ერთი ყველაზე რეალური პრეტენდენტია. რაც შეეხება ჩვენს შემდეგ შეხვედრას, ვოლფსბურგის მოგება რთული დავალებაა თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ რათა მოვახერხოთ ეს."
განაცხადა კლოპმა DerWesten–თან ინტერვიუში.












კომენტარის დამატება