ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ვიზე ვერდერიდან მიდის

სეზონის დამთავრების შემდეგ გამოცდილი მეკარე აპირებს დატოვოს ვერდერი...

,,ვერდერში მე შვიდი წელი გავატარე, მონაწილეობა მივიღე ჩემპიონთა ლიგაში, მოვიგე გერმანიის თასი, აქ გატარებული დრო დაუვიწყარია ჩემთვის, თუმცა ყველაფერი ადრე თუ გვიან უნდა დამთავრდეს, მე ახალი გამოწვევა მჭირდება."

ამავდროულად მეკარე არ მალავს იმ ფაქტს რომ გადაწყვეტილების მიღებაში ფინანსურმა პრობლემებმაც დიდი როლი ითამაშა. ამჟამად მეკარე 2,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წელიწადში, საეჭვოა რომ ვერდერმა შეძლოს უკეთესი ვარიანტის შეთავაზება.

,,რათქმაუნდა ფინანსური საკითხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მოგეხსენებათ ფეხბურთელის კარიერა არც თუ ისე გრძელია, ამიტომ ცუდი არ იქნებოდა თუ მეტის შოვნას შევძლებდი."










კომენტარის დამატება