მოედანზე გარდაცვლილი ფეხბურთელები

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-აპრ, 13:349 Richie 3833 4






მოდით გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე დაიღუპნენ, შუა თამაშის დროს მინდორზე წაიქცნენ და ფეხზე ვეღარ ადგნენ...

მარკ ვივიან ფოე (2003)


მოედანზე გარდაცვლილი ფეხბურთელები


მარკ ვივიან ფოე - ფეხბურთელი რომელიც მოედანზე ყოველთვის დიდი ამბიციებით გადიოდა. მას ნათამაშები აქვს ისეთ გუნდებში როგორებიც არის "ლიონი" და "მანჩესტერ სიტი". კამერუნელმა ნახევარმცველმა "სიტიში" 35 შეხვედრის ჩატარება შესძლო და თავის გამოჩენა 9-ჯერ მოახერხა. იგი ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს დაიღუპა.

მიკლოს ფეჰერი (2004)


მოედანზე გარდაცვლილი ფეხბურთელები


მიკლოს ფეჰერი - უნგრელი ფეხბურთელი, რომელმაც თითქმის მთელი თავისი კარიერა პორტუგალიაში გაატარა. მან მოიარა "პორტუ" და "ბრაგა". იგი "ბენფიკას" რიგებში თამაშობდა როდესაც შუა თამაშის დროს გარდაიცვალა.

მოჰამედ აბდელვაჰაბი (2006)


მოედანზე გარდაცვლილი ფეხბურთელები


მოჰამედ აბდელვაჰაბი - ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან უყვარდა საკუთარი ქვეყანა. იგი ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს გარდაიცვალა.

ანტონიო პუერტა (2007)


მოედანზე გარდაცვლილი ფეხბურთელები


ანტონიო პუერტა- ესპანელი ფეხბურთელი რომელსაც კარიერის გაგრძელება არ დასცალდა. "სევილიას" ახალგაზრდული გუნდებიდან მან პირველ გუნდში ამოყო თავი. პუერტამ 1 შეხვედრის ჩატარება ესპანეთის ნაკრებშიც შეძლო. იგი "სევილიას" მაისურით თამაშის დროს გარდაიცვალა.

დანიელ იარკე (2009)


მოედანზე გარდაცვლილი ფეხბურთელები


დანიელ იარკე - ესპანელი ფეხბურთელი რომელმაც მთელი თავისი კარიერა "ესპანიოლს" მიუძღვნა. იგი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

პიერმარიო მოროსინი (2012)


მოედანზე გარდაცვლილი ფეხბურთელები


იტალიელი ფეხბურთელი რომელიც რამდენიმე თვეა "ლივორნოს" ღირსებას იცავდა, 14 აპრილს შუა თამაშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 4

Wertil^ 30-მაი, 10:01

RichIe_blacKburen,
ბრავო ავტორ, აქედან არცერთი ამბავი არ ვიცოდი. ყოჩაღ კაი სიახლეა.

Sportnews 17-აპრ, 14:26

საშინელებააა, უფრო მეტი ყურადღება მართებს ექიმებს crying crying crying

Richie 17-აპრ, 13:50

FCB,
არ ვიცოდი შევასწორებ. მადლობა შეფასებისთვის

FCB 17-აპრ, 13:47

პუერტა და ხარკე თამაშის დროს არ გარდაცვლილან..

ხარკე სასტუმროს ოთახში იპოვეს გარდაცვლილი და პუერტას ეპილეფსია დაემართა მოედანზე, თავისი ფეხით გავიდა მინდვრიდან მერე კომაში ჩავარდა და სამი დღის მერე მოკვდა.

ყოჩაღ ავტორ. კარგია რო გაიხსენე ეს ახალგაზრდები.. არცერთი არ ყოფილა ცუდი ფეხბურთელი recourse
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018