რეალმა ბარსელონა დაამარცხა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 22-აპრ, 00:099 Richie 2224 7





დღეს თბილისის დროით 22:00 - ზე მორიგი ელ კლასიკო გაიმართა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და ანგარიშის გახსნაც სწორედ მათ მოახერხეს. 17 წუთზე ანხელ დი მარიამ კუთხური ჩააწოდა, პეპემ "ბარსას" მცველებს აჯობა და თავით ბურთი კარში გადაგზავნა. მეკარემ ბურთის მოხსნა მოახერხა, თუმცა შემდეგ გერმანელმა სამი ხედირამ ბურთი კარებში შეაგორა.

მატჩის 70-ე წუთზე, კატალონიელებმა იკერ კასილასის კარებთან სახიფათო მომენტი შექმნეს, მეკარემ ერთი დარტყმა მოიგერია, "ლურჯბროწეულისფერთა" მეორე დარტყის შემდეგ ბურთი შეცვლაზე შემოსულ ალექსის სანჩესს მიუვიდა და ანგარიში გაათანაბრა 1-1.

კატალონიელთა სიხარული მხოლოდ სამ წუთს გაგრძელდა, რადგან 73 - წუთზე მადრიდელმა ნახევარმცველებმა კრისტიანო რონალდო ვალდესთან მარტოდმარტო დატოვეს, პორტუგალიელმა მომენტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში 1-2 დააფიქსირა.


ამ მოგების შედეგად, "რეალმა" "ბარსელონა" 7 ქულით ჩამოიტოვა, მადრიდელებს უკვე თითქმის განაღდებული აქვთ"პრიმერა დივიზიონი".

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ჟოზე მაურინიოს "რეალმა" "ბარსელონას" მეორედ მოუგო, "კამპ-ნოუზე" კი პირველად.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 7

Richie 22-აპრ, 10:28

რეალმა ლა ლიგა მოიგო. ეხა ჩემპიონთა ლიგა აქვს მოსაგები...

Mr.Black And White 22-აპრ, 08:37

Richie,
ბარსა, რომ არ მოიგებდა ეგ ვიცოდი, მაგრამ წაგებას არ ველოდი... ისე კარგად ითამაშა რეალმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტელიო და ზოგი დებილი როჟები რო არ ეთამაშათ უკეთესი შედეგი ექნებოდა...

Sportnews 22-აპრ, 00:48

Dark Dante,
კაი იყო , მომეწონაააა wink wink

Dark Dante 22-აპრ, 00:36

იმედია ამ თასსაც არ მიალეწავენ სადმე

Sportnews 22-აპრ, 00:31

Richie,
ვინ არ ფიქრობდა , ძალიან ბევრიც ფიქრობდა, უბრალოდ ბევრს არ ვლაპარაკობთ, სხვებისგან განსხვავებით, მაგრები ვართ , რეალიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Richie 22-აპრ, 00:22

admin,
დარწმუნებული ვარ არცერთი რეალის ფანი მათ შორის გოგა და არც სხვა რეალის გამარჯვებას არ ფიქრობდა

admin 22-აპრ, 00:19

ოპერატიულობა მოგიწონე, მარა აქ გოგას კომენტარი რო არ დამხვდა გამიკვირდა :)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018