Image

Adios Senor Pep...

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 28-აპრ, 17:509 Dark Dante 1636


2012 წლის 25 მაისს გვარდიოლა უკვე ოფიციალურად დატოვებს ,,ბარსელონას", ეს სიახლე ამ გუნდის ალბათ ყველა გულშემატკივარისათვის შოკის მომგვრელი იყო, მისტერის ადგილს კატალონიურ გრანდში მისი ასისტენტი ტიტო ვილანოვა დაიკავებს...

მწვრთნელის წასვლა ფეხბურთელებისთვისაც რთულად გადასატანი იყო, გვარდიოლამ მათ პარასკევს დილას გამართულ ვარჯიშზე გაანდო თავის გადაწყვეტილება.

,,დღეს ჩვენმა მენეჯერმა გვითხრა, რომ მიდის და მე მინდა მადლობა გადავუხადო მას და მის გუნდს ამ წლებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა." – ანდრეს ინიესტა


”გულითადად მინდა მადლობა მოვუხადო პეპს იმისთვის, რაც მომცა როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში. პრესკონფერენციაზე არ მივსულვარ, რადგან ვიცოდი, ემოციებს ვერ შევიკავებდი. ჟურნალისტები, ალბათ, ფეხბურთელებს პირდაპირ სახეებში უყურებდნენ, რომ მათი მწუხარება დაეფიქსირებინათ, მე კი არ მინდოდა ჩემი ემოციების საჯაროდ ჩვენება” – ლეო მესი

"მიუხედავად იმისა, რომ პეპთან მხოლოდ ერთი წელი ვიმუშავე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დიდი ხანია მასთან ერთად ვარ. პეპი ჩემი გმირი იყო ბავშვობაში. როგორც მწვრთნელი, ის მუდამ შთამაგონებდა მე. უღრმესი მადლობა დროის იმ მცირე მონაკვეთისთვის, რომელიც მე და შენ ერთად დავყავით. მუდამ მემახსოვრები!" –სესკ ფაბრეგასი

"დიდი მადლობა პეპ იმისთვის, რომ ამდენი რამ მოგვეცი... ოთხი წელი სავსე გამარჯვებებით, სიხარულით და რაც მთავარია საფეხბურთო გაკვეთილებით..." – ჟერარდ პიკე

"უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის, პეპ!!! შენ დაგვანახე ჩვენ გზა..." –კარლეს პუიოლი

"პეპ, მადლობა ერთად გატარებული ორი წლისთვის და ყველაფერ იმისთვის, რაც ტიტულებთან ერთად მიეცი "ბარსას"." –დავიდ ვილა


ჯერ უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას წარმატებული მენეჯერი, ან დაბრუნდება თუ არა როდესმე მშობლიურ ქალაქში მწვრთნელის როლში, ძნელია მომავალზე საუბარი, ამის უდიდესი მაგალითი სწორედ ესპანელი მწვრთნელის მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, ამიტომ უმჯობიესია წარსულზე ვისაუბროთ კერძოდ კი ბოლო 4 წელიწადზე რომელიც მოგებებითა და ტიტულებით დახუნძლული იყო კატალონიელთათვის.

პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა ბარსელონაში კერძოდ კი ,,ბარსელონა ბ" ში დაიწყო და 2007–08 წლების სეზონში თასიც აღმართა ამ გუნდთან ერთად.

მას შემდეგ კი რაც ის ,,ბარსელონას" ჩაუდგა სათავეში ლა ლიგა სამჯერ მოიგო: 2008–09, 2009–10 და 2010–11 წლებში.

ესპანეთის თასი:
2008–09 წლის სეზონში.

ესპანეთის სუპერ თასი: 2009, 2010, 2011 წლებში.

ჩემპიონთა ლიგა: 2008–09, 2010–11 წლების სეზონში.

უეფას სუპერ თასი: 2009 და 2011 წელს.

კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი 2009 და 2011 წელს.

Adios Senor Pep...


ამ მრავალრიცხოვან გუნდურ წარმატებებთან ერთად გუარდიოლას ასევე ინდივიდუალური პრიზებიც საკმაოდ ბევრი აქვს:

ფეხბურთის ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი საფეხბურთო კლუბებს შორის 2009 და 2011 წელს.

Don Balón დაჯილდოვება, წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2009, 2010, 2011 წლები.

Onze Mondial წლის საუკეთესო მწვრთნელი 2009, 2011 წლებში.

მიგელ მუნიოზის თასი: 2008–09 2009–10 წლების სეზონში.

მსოფლიო ფეხბურთის ჟურნალი, წლის საუკეთესო მწვრთნელი: 2009 და 2011.

ესპანეთის ჩემპიონატი, წლის მწვრთნელი: 2009, 2010, 2011 წლები.

წლის კატალონიელი:
2009

ფიფას ოქროს ბურთის დაჯილდოვება, საუკეთესო მწვრთნელი: 2011.

Adios Senor Pep...Adios Senor Pep...


შესაძლოა სწორედ ეს გახდა მისი წასვლის ერთ–ერთი მიზეზიც მან მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა, მიაღწია ისეთ წარმატებას მცირე დროში რასაც ბევრი გუნდი ათეულობით წლების განმავლობაში ვერ ახერხებს, მან ძლიერი გუნდი დაუმარცხებელ გრანდად აქცია, ის არის ადამიანი რომელიც მუდმივად წარმატებისაკენ მიისწრაფვის და გადაწყვიტა საკუთარი თავი განსხვავებულ სიტუაციებშიც გამოსცადოს. ,,ბარსელონის" და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ ადამიანის მიმართ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით რადგან მან მსოფლიო ფეხბურთი ახალ საფეხურზე აიყვანა...

Adios Senor Pep...



Adios Senor Pep...


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 28 აპრილი 2012 18:52
ბრავო ავტორ ბრავო
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (297)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა