ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
კაკა წასვლაზე არ ფიქრობს

ესპანურ პრესაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიკარდო კაკა "რეალის" დატოვებას აპირებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ესპანეთში ჭორების მორიგმა "დასტამ" იხეთქა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იგი "რეალში" დარჩება, მინიმუმ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.

"მე არ მსურს "რეალის" დატოვება. აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მთავარი ისაა, რომ კლუბთან კიდევ 3 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ეს ვადა მინიმუმია, მე კიდევ დიდ ხანს მინდა "ბლანკოსის" თეთრი მაისურით გამოვიდე" ამბობს კაკა.

"რიკიმ" ასევე ჟოზე მაურინიოზეც ისაუბრა, მან პორტუგალიელს გენიალური ადამიანი უწოდა.

"ჟოზე მაურინიო - უბრალოდ ფანტასტიური მწვრთნელია. იგი არაჩვეულებრივ რჩევებს მაძლევს, რაც მე მეხმარებ შემდგომ თამაშში. მაურინიო გენიალური ადამიანია" განაცხადა რიკარდო კაკამ Goal - თან ინტერვიუში.










კომენტარის დამატება
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5268 публикаций
^
მომავალ წელს რეალში თუ დარჩება კიდევ უფრო ცოტა დრო ექნება , ოზილი ბოლო დროს კიდევ უფრო უმატებს

--------------------
  • Richie

  • 7 მაი 2012 19:46
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
იმედია კონტრაქტის ბოლომდე მაინც დარჩება რეალში მაგისთვის აჯობებს