ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ალბიოლი პსჟ-ში?

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელით რაულ ალბიოლით "პსჟ" არის დაინტერესებული. ზაფხულში ფრანგები ესპანელი მცველის გადაბირებას ეცდებიან. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც კარლო ანჩელოთი "პარი სან-ჟერმენის" მწვრთნელი გახდა, გუნდი დიდი ტრანსფერების განხორციელებით არის დაინტერესებული.

ამ სეზონზე ალბიოლმა მხოლოდ 16 მატჩის ჩატარება მოახერხა. მას თითქმის ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე ვხედავთ და არ არის გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში ესპანელი ფეხბურთელი საფრანგეთში ვიხილოთ. ფრანგები 26 წლის მცველში 15 მილიონი ევროს გაღებას აპირებენ.












კომენტარის დამატება