ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ნეიმარი 80 წლამდე დარჩება - ამბობს რიბეირო

ბრაზილიური "სანტოსის" პრეზიდენტმა ლუის ალვარო რიბეირომ ნეიმარზე ისაუბრა. მას არ სურს, რომ ნეიმარმა ბრაზილიური კლუბი დატოვოს.

"ნეიმარი დიდი ტალანტის მქონე ადამიანია. იგი მსახიობი რომ ყოფილიყო ოსკარს მოიგებდა. მას დიდი მომავალი ელის და მინდა, რომ "სანტოსში" დარჩეს" განაცხადა რიბეირომ

"მე მინდა, რომ ნეიმარი გუნდში 80 წლამდე დარჩეს. ჩვენ კონტრაქტს მის შვილსაც შევთავაზებთ. ნეიმარის გვარი სანტოსია, იგი ჩვენი კლუბისთვის არის შექმნილი." ამბობს იგი.

"ნეიმარით "ბარსელონაა" დაინტერესებული? მათ ვურჩევ, რომ კატალონიაში კარტოფილის მოსავალზე წავიდნენ" განაცხადა ლუის ალვარო რიბეირომ.












კომენტარის დამატება