MasterCard-ის კვლევამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში TOP-10 ყველაზე დამამახსოვრებელი მომენტი გამოავლინა

ფეხბურთი 18-მაი, 18:569 admin 1125 0










Mastercard-ის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ გამოავლინა ათი ფასდაუდებელი მომენტი, რომლებიც არჩეული იქნა ევროპელი გულშემატკივრების მიერ

თბილისი – 18 მაისი, 2012 - MasterCard-მა (NYSE:MA) დღეს გამოაცხადა უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში იმ დაუვიწყარი მომენტების ათეული, რომელიც ფეხბურთის ევროპელმა გულშემატკივრებმა აირჩიეს და რომელიც MasterCard-ისა და ევროპის ბიზნეს სკოლის კვლევის ანგარიშში აისახა. წამყვანი ადგილი "ისტამბულის საოცრება"-ს და დუდეკის დაცვას მიენიჭა, რომელმაც გუნდი გატანილი გოლისგან ორჯერ იხსნა მეხუთე ევროპის ჩემპიონატზე. მას მოჰყვება ზიდანის გასაოცარი ოსტატობა ბურთის აღებისას რეალ მადრიდში. მესამე პოზიციაზე კი მანჩესტერ იუნაიტედის მიერ დამატებით დროში გატანილი ორი გოლი 1999 წლის სამჯერ გამარჯვებულ სეზონში.

სრული ათეული:

1. ფინალი 2005: ლივერპული და ისტამბულის საოცრება
ლივერპულს მილანთან დაპირისპირებისას ყველა დამარცხებულ გუნდად მიიჩნევდა და ეს სრულიად სამართლიანიც გახლდათ, რადგან იტალიელები პირველ ტაიმში 3-0 იგებდნენ. კომენტატორები და გულშემატკივრები ერთხმად თანხმდებიან, რომ დამატებითი დრო ლივერპულისთვის მეორე ტაიმში ერთადერთი იმედი იყო. რაც ამ დროს მოხდა კი ყველა დროის თამაშის ყველაზე დაუჯერებელი შემობრუნება იყო. მეორე ტაიმში ”ლივერპულმა” 3 ბურთის შეგდება მოახერხა. დუდეკმა კი ანდრეი შევჩენკოს 2 მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. ევროპის მეხუთე ჩემპიონატში ლივერპულმა პენალტების სერიის დახმარებით მოიპოვა გამარჯვება.

2. ფინალი 2002: ზიდანის ბურთის აღება ლევერკუზენის ბაიერის წინაამღდეგ
ეს გახდა ზიდანის ჩემპიონთა ლიგა –გოლი, რომელმაც გამარჯვება მოიტანა რეალ მადრიდს და რომელმაც ზიდანის გენიალურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რობერტო კარლოსმა ერთი შეხედვით უბრალო გადაცემა გააკეთა საჯარიმოსკენ. 18 იარდის მოშორებით კი ბურთს ზინედინ ზიდანი დახვდა, რომელიც თითქოს არასამოქმედო მდგომარეობაში ჩანდა. მაგრამ ზიდანმა ნახევარბრუნვაში უძლიერესად დაარტყა ბურთს. ბურთმა ჰანს იორგ ბუტს სანტიმეტრების მოშორებით ჩაუფრინა. ეს საკმარისი გახდა, რომ რეალ მადრიდს ევროპის მეცხრე ჩემპიონატთა ლიგა მოეგო.




3. ფინალი 1999: მანჩესტერ იუნაიტედის სამმაგი დაცვა მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ
მარიო ბასლერის თავისუფალი დარტყმებისა და ასევე როი კინის და პოლ სქოულზის გარეშე მანჩესტერ უინაიტედს ყველა უეფას ჩემპიონტა ლიგის წაგებას უწინასწარმეტყველებდა. ეს კი მათი გამარჯვების სამწლიან ეპოქას დაასრულებდა. შერიგამის და ოლე გუნარ სოლსკიაერის ორმა გოლმა დაუჯერებელი შედეგი მოიტანა. მუდამ აუღელვებელმა რეფერმა პიერლუიჯი კოლინამაც კი ეს თამაში საკუთარ კარიერაში ერთ–ერთ ყველაზე დაუვწყარ მატჩად დაასახელა.

4. ფინალი 2010: შაბათი ღამის ციებ-ცხელება ინტერისთვის
შაბათს ღამის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანტიაგო ბერნაბეუმ უმასპინძლა, სადაც მილანის ”ინტერნაციონალი” მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდა. ორივე მწვრთნელს უკვე მოპოვებული ქონდა გამარჯვება პორტოსა და აიაკსთან. ამჯერად არა ლუი ვან გალმა, არამედ ჟოზე მაურინიომ გააორმაგა თავისი პირადი ანგარი, როდესაც დიეგო მოლიტომ ორი გოლის გატანა მოახერხა და ამით ინტერს უდიდესი წარმატება მოუტანა.
5. ფინალი 2001: ბაიერნმა მიუნხენმა რეიტინგი დაიბრუნა
1999 წლის გულისგატეხვიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 2001 წელს სან სიროს მოედანზე მიუნხენის ბაიერნმა წაგება შემოიტრიალა. მატჩი 1:1 დამთავრდა და გუნდებმა ვერ დამატებით დროში შეძლეს ვითარების შეცვლა. პენალტების სერიაში კი ბაიერნმა ვალენცია 5:4 დაამარცხა. მიუნხენის ბაიერნის მოთამაშეების დიდი ნაწილი შეცვილი იყო, მაგრამ თამაშობდა რამდნემე ისეთი, რომელი 1999 წლის ფინალის დროსაც გუნდის შემადგენლობაში იყო. სწორედ მათმა სამუელ კუფორი და სტეფან ეფენბერგის ემოციურმა სიხარულმა გახადა ეს ფინალი მართლაც დაუვიწყარი.

6. ფინალი 2011: ბარსამ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა
მანჩესტერ იუნაიტედს განიხილავდნენ ,როგორც ერთადერთ გუნდს, რომელსაც ჟოზე გუარდიოლას ძლიერ ბარსელონასთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო. იმის გარდა, რომ გუნდი პრემიერ ლიგაში საგრძნობლად დომინირებდა, მას ტერიტორიული უპირატესობაც ჰქონდა, რადგანაც მატჩი "უემბლის სტადიონზე" გაიმართა. მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, ვერც ერთმა გუნდმა შეძლო 2011 წელს ბარსელონასთან ღირსეულად დაპირისპირება. გუნდმა 3-1 გაიმარჯვა და ამით ყველა დროის საუკეთესო კლუბის რეპუტაცია უამრავი გულშემატკივრის გულში გაიმყარა.

7. ფინალი 1996: „მოხუცი ქალბატონის“ ტრიუმფი
"მოხუცი ქალბატონი" 11 წელი გამარჯვების გარეშე იყო ვიდრე ტრიუმფით არ გაიმარჯვა ჰოლანდიის აიაქსთან. დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ, იუვენტუსმა პენალტების სერიაში 4–2 გამარჯვა.


8. ფინალი 1997: რეკორდული მაჩვენებელი (4 %)
იუვენტუსის თავდასხმელის ალესანდრო დელ პიეროს გოლმა სწრაფად ჩაუქროლა ბორუსია დორტმუნდს, როცა ადგილობრივმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლარს რიკენმა თავი გამოიჩინა. თამაშის 71–ე წუთზე ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაიტანა. ამავდროულად ის არის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, რომელმაც სატადიონზე გამოსვლიდან მეთექვსმეტე წამზე გაიტანა გოლი და საკუთარი ქალაქის ღირსება დაიცვა.
9. უეფას ჩემპიონთა ლიგა 2012: ნაპოლიმ ჩელსი დაამარცხა (3%)
მიუხედავად იმისა რომ ჩელსი არ იყო თავის საუკეთესო ფორმაში, ცოტა თუ მოელოდა მათ ასეთ დაამარცხებას. დამარცხება ნაპოლის ბრწყინვალე "წმინდა ტრიოს" წინახაზმა განაპირობა რაც იმას ნიშნავდა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" საპასუხო მატჩში ჩელსს 2 გოლის დეფიციტი უნდა აენაზღაურებინა.
10. უეფას ჩემპიონთა ლიგა 2009: სტარმფორდ ბრიჯის დაპირისპირება – ბარსა ჩელსის წინაარმდეგ (2%)
დაძაბულ ღამეს ჩელსს ეტყობოდა რომ ბარსელონას კუთხეში მომწყვდეულს ამყოფებდა და ასე დამთავრდებოდა პერმიერ ლიგა რომში. ამის საფუძველს ნახევარმცველის მაიკლ ესიენის მიერ მეცხრე წუთზე გატანილი 20–მეტრიანი იძლეოდა. რამდენიმე შანსისა და პენალტის დაკარგვის შემდეგ, ჩელსის გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ, რომ დამატებითი დროის მესამე წუთზე ანდრეს ინიესტამ დაუვიწყარი შორი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ჰენი ფამმა, MasterCard-ის ევროპის სტრატეგიული პარტნიორობისა და ბაზრის განვითარების დეპარტამენტის პრეზიდენტმა განაცხადა : „MasterCard-ი ავლენს დაუვიწყარ მომენტებს ფეხბურთის ერთგული გულშემატკივრებისთვის მთელს მსოფლიოში. ძალიან საინტერესოა თუ რას მიიჩნევენ გულშემატკივრები ყველა დროის დაუვიწყარ მომენტებად.”

ცნობა რედაქტორებისთვის:


MasterCard-ი პროფესორ შმიდტთან ერთად გიწვევთ პრესკონფერენციაზე, სადაც შეგეძლებათ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ ჯგუფი "გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე" -ს შესახებ.

დღე: პარასკევი, 18 მაისი, 2012
დრო: 12:00 – 13:00 CET
ადგილი: Literaturhaus, Salvatorplatz 1, 80333 მიუნხენი, Foyer, მესამე სართული.








კვლევის შესახებ


შედეგები ეფუძნება კვლევას, რომელიც გერმანიაში ევროპული ბიზნეს სკოლის (EBS) სპორტის, ბიზნესისა და საზოგადოების ინსტიტუტმა ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა ჩატარებულია ისეთ სფეროში როგორც "გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე", სადაც მანამდე მხოლოდ რამდნეიმე კვლევა ან საერთოდ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო ისეთი დამალული დეტალები, რომლებიც შემდგომ უფრო საფუძვლიან გამოძიებაში დაგვეხმარება. საერთო ჯამში 1 246 ადამიანი 5 ძირითადი ქვეყნიდან (საფრანგეთიმ გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი) მონაწილეობდა ონლაინ გამოკითხვაში. ამასთან ერთად, უცხოური კლუბების გულშემატკივრებთან და გულშემატკივართა ასოციაციების წევრებთან გასული ორი თვის მანძილზე 25 თვისობრივი ინტერვიუ ჩატარდა.




MasterCard-ის შესახებ

MasterCard (NYSE: MA), www.mastercard.com, არის გლობალური საგადასახადო და ტექნოლოგიების კომპანია. იგი მართავს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ორგანიზაციებს, მთავრობებს და საწარმოებს მსოფლიოს 210 ქვეყანაში. MasterCard-ის პროდუქტები და გადაწყვეტილებები აძლევს საშუალებას მომხმარებელს უფრო ქმედითი, იოლი და უსაფრთხო გახადოს ისეთი ყოვედღიური კომერციული საქმიანობების განხორციელება, როგორიცაა, საყიდლების შეძენა, მოგზაურობა და ბიზნესისა და ფინანსების მართვა. გამოგვყევით ტვიტერზე:@MasterCardNews,, შემოუერთდით დისკუსიას ბლოგზე Cashless Conversations Blog და გამოიწერეთ ჩვენი ბოლო სიახლეები news.
საკონტაქტო ინფორმაცია:

MasterCard
Nicole_krieg@mastercard.com, +32 2 3535309

Frank PR
mastercard@frankpr.it +447736836081



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018