Image

ახალი ჯგუფი “ გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“ 35 მილიარდ ევროს ხარჯავს ყოველ საფეხბურთო სეზონზე, აცხადებს MasterCard-ი

ფეხბურთი 18-მაი, 19:109 admin 789


MasterCard- ის კვლევის ანგარიშის თანახმად გულშემატკივრების ამ ახალ ტალღას თავისი სეზონური დანახარჯით 562 ფერნანდო ტორესის ყიდვა შეუძლია!

თბილისი – 18 მაისი, 2012 –უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის აღსანიშნად, ოფიციალურმა სპონსორმა MasterCard-მა (NYSE:MA) დღეს ევროპაში ფეხბურთის გულშემატკივრების ახალი სახეობა გამოავლინა, რომელიც ერთობლივად ყოველ სეზონში გასაოცარ თანხას-35 მილიარდ ევროს ხარჯავს ფავორიტი გუნდების მხარდასაჭერად, რაც ადასტურებს, რომ ისტორიის მოწმედ ყოფნა ნამდვილად ფასდაუდებელია.

ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივრების ახალი და მზარდი ჯგუფის „გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“ კვლევის ანგარიში MasterCard-მა და ევროპის ბიზნეს სკოლამ გააკეთეს (EBS). „გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“ მოგზაურობენ ფეხბურთის მატჩებზე დასასწრებად, ხდებიან PayTV–ის აბონენტები და უამრავ მოწყობილობასა და ნივთს იძენენ. ამ ყველაფერზე სეზონურად დახარჯული თანხით ჯგუფს „გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“ შეეძლო დაეფინანსებინა 100 Fußball Arenas München -ის სტადიონის მშენებლობა, შეეძინა 372 კრიშტიანუ რონალდუ ანდა სულაც 562 ფერნანდო ტორესი.

კვლევის შედეგები ამ წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრამდე გამოვლინდა, რომელიც შაბათს 19 მაისს Fußball Arenas München სტადიონზე გაიმართება და მიუნხენის ბაიერნისა და ჩელსის უმასპინძლებს. შედეგები აჩვენებს, რომ ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივრების ერთი მეოთხედი (41 მილიონი) შეიძლება მარტივად იქნას კლასიფიცირებული როგორც „გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“. მათი 29% ბარსელონას გულშემატკივარია, 10%– რეალ მადრდის და 8%– მანჩესტერ იუნაიტედის.

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით ჰენი ფამმა, MasterCard-ის ევროპის სტრატეგიული პარტნიორობისა და ბაზრის განვითარების დეპარტამენტის პრეზიდენტმა განაცხადა: „ MasterCard-ის კვლევა ფეხბურთის გულშემატკივრების საქციელის ცვლილებებს აანალიზებს და აჩვენებს თუ რა ახდენს გულშემატკივრების ხარჯებზე ზეგავლენას. საოცარია იმის ნახვა თუ როგორ ეძებენ გულშემატკივრები ახალ გზებს იმისათვის რომ დაესწრონ თამაშს და ამით ფეხბურთის ფასდაუდებელი მომენტებიდან მეტი სიამოვნება მიიღონ.

როგორ ხარჯავენ თანხას:


„გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“ სეზონზე 35 მილიარდ ევროს შემდეგში ხარჯავენ:

• მთლიანი ხარჯების ერთი მეხუთედი ანუ 7,5 მლრდ. ევრო ფასიან ტელევიზიაში (Pay-TV) იხარჯება.
• კლუბის ბრენდირებული ნივთების შეძენაზე გულშემატკივრების ხარჯების 13% მიდის.
• მატჩებზე ცოცხლად დასასწრებად მთლიანი თანხის 10 % იხარჯება. ამას ემატება 2,5 მილიარდი ევრო, რომელშიც შედის საჭმელ-სასმელი და სხვა საჭირო საყიდლების შეძენა ადგილზე.
• მთლიანი ხარჯების 6 % გათვლილია ბარებსა და სხვადასხვა სპორტ-კლუბების სტუმრობაზე, სადაც გულშემატკივრებს შეუძლიათ დიდი ეკრანიდან ადევნონ თვალი თამაშს . 5% კი კლუბის საკუთარი ტელეარხის გამოწერაში იხარჯება.
• ყოველი მეოთხე გულშემატკივარი მატჩებს საზგვარგარეთ ესწრება. გადაადგილებისა და განთავსების ღირებულება, რაც მატჩზე დასწრებას უკავშირდება ან საყვარელი სტადიონის ნახვა, გულშემატკივრებს წლიურად 8,75 მლრდ ევრო უჯდებათ, რაც მთლიანი ხარჯების ერთ მეოთხედს შეადგენს.
• ტურიზმზე ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს. საზღვრებს გარეშე გულშემატკივრების ერთი მესამედი ჯავშნიან საგზურს მხოლოდ ერთი მიზნით უყურონ მატჩს ან დაესწრონ თამაშს სტადიონზე. ერთი მეხუთედი მატჩზე დასწრების გარდა ქალაქსაც ათვალიერებს, ან თამაშს როგორც თავის რეგულარულ დასვენებას ისე განიხილავს.
• ჯამში ქალაქები, რომლებსაც ჯგუფი „გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“ სტუმრობს, დაახლოებით 4, 5 მილიარდ ევროს მოგებას ნახულობენ თითოეულ სეზონზე.

გულშემატიკვრების კატეგორიები:

კვლევის ანგარიშის თანახმად ჯგუფი „გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“ სამ კატეგორიად იყოფა:

უმთავრესი გულშემატკივრები წარმოადგენენ საზღვრებს გარეშე გულშემატიკვრების ორ მესამედს. მათ მოსწონთ კლუბის თამაშის ფილოსოფია (85%) და წარმატება (79%).

რეგიონულად მონათესავე გულშემატკივრები წარმოადგენენ ჯგუფის სრული რაოდენობის 12 %. ასეთი გულშემატკივრების დიდი ნაწილი ჯგუფთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს მისი ქალაქის გამო, მათი 55 % ხშირად სტუმრობს კლუბის რეგიონს.

ვარსკვლავების გულშემატკივრები ჯგუფის „გულშემატიკვრები საზღვრებს გარეშე“ 11 % წარმოადგენენ. მათი გულშემატკივრობა მოთამაშეებისა და მწვრთნელების პატივისცემითაა გამოწვეული. ისინი მზად არიან უგულშემატკივრონ ნებისმიერ ახალ გუნდს, რომელშიც მათი ფავორიტი მოთამაშე ან მწვრთნელი გადავა.



Glo-ball-isation: (გლობალიზაცია)

კვლევის ანგარიშის ავტორმა, პროფესორმა საშა შმიდტმა, გერმანიაში EBS უნივერსიტეტსის სპორტის, ბიზნესისა და საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა გამოყო სამი მეგა–ტენდენცია, რომელიც ჯგუფის „გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე“ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
მან ახსნა: „პირველ რიგში, მობილობის ზრდა, რომელსაც გამარტივებული და იაფი საერთაშორისო მოგზაურობა უწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს რომ უცხოური კლუბები მიუწვდომელნი აღარ არიან. შემდეგ, ახალი მედიის არხები გულშემატკივრებს საშუალებას აძლევენ, რომ კლუბის შესახებ ინფორმაციაზე იოლი წვდომა ქონდეთ. ეს ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მყოფი გულშემატკივრები კლუბის ცხოვრებაში თავს მეტად ჩართულად გრძნობენ. და ბოლოს, საერთაშორისო დონის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების რაოდენობის ზრდა ხელს უწყობს კულტურული და ენობრივი ბარიერების დაძლევას და თამაშობს გარკვეულ მაკავშირებელ როლს სხვადასხვა ქვეყნების გულშემატკივრების გაერთიანებაში.“

ცნობა რედაქტორებისთვის:

MasterCard-ი პროფესორ შმიდტთან ერთად გიწვევთ პრესკონფერენციაზე, სადაც შეგეძლებათ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ ჯგუფი "გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე" -ს შესახებ.

დღე: პარასკევი, 18 მაისი, 2012
დრო: 12:00 – 13:00 CET
ადგილი: Literaturhaus, Salvatorplatz 1, 80333 მიუნხენი, Foyer, მესამე სართული.


კვლევის შესახებ

შედეგები ეფუძნება კვლევას, რომელიც გერმანიაში ევროპული ბიზნეს სკოლის (EBS) სპორტის, ბიზნესისა და საზოგადოების ინსტიტუტმა ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა ჩატარებულია ისეთ სფეროში როგორც "გულშემატკივრები საზღვრებს გარეშე", სადაც მანამდე მხოლოდ რამდნეიმე კვლევა ან საერთოდ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო ისეთი დამალული დეტალები, რომლებიც შემდგომ უფრო საფუძვლიან გამოძიებაში დაგვეხმარება. საერთო ჯამში 1 246 ადამიანი 5 ძირითადი ქვეყნიდან (საფრანგეთიმ გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი) მონაწილეობდა ონლაინ გამოკითხვაში. ამასთან ერთად, უცხოური კლუბების გულშემატკივრებთან და გულშემატკივართა ასოციაციების წევრებთან გასული ორი თვის მანძილზე 25 თვისობრივი ინტერვიუ ჩატარდა.













MasterCard-ის შესახებ


MasterCard (NYSE: MA), www.mastercard.com, არის გლობალური საგადასახადო და ტექნოლოგიების კომპანია. იგი მართავს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ორგანიზაციებს, მთავრობებს და საწარმოებს მსოფლიოს 210 ქვეყანაში. MasterCard-ის პროდუქტები და გადაწყვეტილებები აძლევს საშუალებას მომხმარებელს უფრო ქმედითი, იოლი და უსაფრთხო გახადოს ისეთი ყოვედღიური კომერციული საქმიანობების განხორციელება, როგორიცაა, საყიდლების შეძენა, მოგზაურობა და ბიზნესისა და ფინანსების მართვა. გამოგვყევით ტვიტერზე:@MasterCardNews,, შემოუერთდით დისკუსიას ბლოგზე Cashless Conversations Blog და გამოიწერეთ ჩვენი ბოლო სიახლეები news.
საკონტაქტო ინფორმაცია:

MasterCard
Nicole_krieg@mastercard.com, +32 2 3535309

Frank PR
mastercard@frankpr.it +447736836081


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (291)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა