ჰაინკესი ჩელსის უფრთხის

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 18-მაი, 22:529 Richie 1003 0





როგორც მოგეხსენებათ, ხვალ საქართველოს დროით 22:45 -ზე "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი გაიმართება. ერთმანეთს "ბაიერნი" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან. წინასამატჩო კომენტარი გააკეთა მიუნხენელთა ბოსმა იუპ ჰაინკესმა.

"ჩელსის წარმატება "ნაპოლის" განადგურების შემდეგ დაიწყო. რაც მათ სათავეში დი მატეო მოვიდა ყველაფერი შეიცვალა, მას შემდეგ რაც მათ მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი დაამარცხეს ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ" ამბობს ჰაინკესი.

"მე არ ვთვლი, რახან ჩემი გუნდი სახლში თამაშობს ფავორიტები ვართ. "ჩემპიონთა ლიგის" ფინალს ფავორიტი არ ყავს" თქვა მან.

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა "არისტოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე დიდიერ დროგბაზეც ისაუბრა.

"მას შემდეგ რაც დროგბა "ჩელსიში" გადავიდა, იგი "პრემიერ ლიგის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იგი ყოველთვის სახიფათოა, მას შეუძლია გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში. თუმცა ხანდახან მისი მხრიდან სიმულიანტობასაც აქვს ადგილი, მას მსახიობობაც კარგად გამოსდის" განაცხადა იოპ ჰაინკესმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018