ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი
ვილანოვამ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ტიტო ვილიანოვა "ბარსელონასთან" 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ კატალონიურ გრანდს სწორედ ეს სპეციალისტი ჩაუდგება სათავეში.
"ბარსელონას" მხარესა და ტიტო ვილიანოვას აგენტს შორის მოლაპარაკებები 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულ იქნა.
" ძალიან მიხარია, რომ ტიტო ვილიანოვა კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს პირველ რიგში გუნდსითვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი ვიცით ტიტოს შესახებ და ამიტომ მას ნდობას ვუცხადებთ" განაცხადა ანდონი სუბისარეტამ.

ზიდანის პოსტიდან დათხოვნის შემთხვევაში, "რეალის"...
ლევანდოვსკი "რეალის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა...
"საზეიმო განწყობა არ მაქვს..." - კლოპის...
სტივენ ჯერარდი: "სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო...
მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის აქვს ყველაზე მეტი...
" სახლი კი არა ნამდვილი სამოთხეა " - ნახეთ როგორ...