პირველი ფინალისტი ცნობილია!

ფეხბურთი / ევრო-2012 28-ივნ, 01:529 Richie 1020 1





დღეს ნახევარფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა დრამატული გამოდგა. ყველაფრის მიუხედავად გამარჯვება "ფურია როხას" დარჩა.

მატჩის პირველი ტაიმი არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა, თუმცა საინტერესო რამ მაინც მოხდა. 45 წუთის განმავლობაში ყველასგან მოულოდნელად უპირატესობას პორტუგალიის ნაკრები ფლობდა. ესპანელებს მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლი ძალიან უჭირდათ, გუნდის ლიდერებმა რამდენიმეჯერ დაკარგეს ბურთი რასაც პორტუგალიის ნაკრების მიერ კონტრშეტევები მოჰყვა, თუმცა მცველები არაჩვეულებრივად თამაშობდნენ.

ნახევარფინალის მეორე ტაიმში თითქმის არაფერი შეცვლილა გარდა ბურთის ფლობისა. თუ პირველ ტაიმში უპირატესობას პორტუგალია ფლობდა, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. ბევრი მომენტი ჰქონდათ გუნდების ლიდერებსაც თუმცა სახიფათო ამ მომენტებიდან არცერთი არ გამოდგა. ესპანელებმა 2 ცვლილება გააკეთეს, მათ მოედანზე ფაბრეგასი და ხესუს ნავასი შემოიყვანეს. მეორე ტაიმში 1 ცვლილება გააკეთა პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმაც, პაოლო ბენტუმ მოედანზე ნელსონ ოლივეირა შემოიყვანა.

დრამატული გამოდგა მატჩის დამატებითი დრო. ფეხბურთელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა დამატებით 30 წუთში ვერაფერი შეცვალეს. ორივე ნაკრებმა ცვლილებები მაქსიმალურად გამოიყენეს, პორტუგალიელებმა მოედანზე ვარელა და კუსტუდიო შეიყვანეს ესპანელებმა კი შეტევის გაძლიერების მიზნით პედრო როდრიგესს მისცეს შანსი. დამატებითი დროც მშრალად დამთავრდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

პენალტების სერიაში ყველაფერი სხვანაირად განვითარდა. თავიდან ორივე გუნდის ფეხბურთელებმა თითო-თითო პენალტი ააცილეს, შემდეგ ორივე გუნდმა 2-2 პენალტი გაიტანა. თუმცა ბრუნო ალვეშის მიერ გაცუდებულ პენალტს ცესკ ფაბრეგასის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა და "ფურია როხა" ფინალში გავიდა.

მაყურებლებმა მატჩის გმირად პორტუგალიელთა კარის დარაჯი რუი პატრისიო სცნეს, ანტი გმირად კი ესპანელთა თავდამხსმელი ალვარო ნეგრედო დაასახელეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Richie 28-ივნ, 01:54

მაგარი თამაში იყო, ყოჩაღ პორტუგალიას ბოლომდე რომ იბრძოლა
კომენტარის დატოვება






რეკლამა