კასილასი-ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატი

კასილასი-ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატი

5-07-2012, 01:17

თუ წინა სამ წელს ექსპერტები, მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რამდენიმე თვით ადრე უკვე თამამად ასახელებდნენ თუ ვინ მიიღებდა ოქროს ბურთს, ეს წელს ასე აღარ არის. არავის შეუძლია დაასახელოს ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილად ოქროს ბურთის მფლობელი გახდება.

უნდა ითქვას, რომ 2012 წელს 4 ფეხბურთელი გამოიკვეთა: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ , ანდრეს ინიესტა და იკერ კასილასი, რომლებიც მთავარი ფავორიტები არიან ოქროს ბურთის მოპოვების. ამ ოთხ ფეხბურთელის გამოყოფა და რომელიმეზე თქმა, რომ ის ნომერ პირველი კანდიდატია რთული სათქმელია, მაგრამ ყოველთვის არსებობს გამორჩეულებში გამორჩეული და ეს ფეხბურთელი ახლა იკერ კასილასია.

რა მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ოქროს ბურთის მიღების მთავარი კანდიდატი იკერ კასილასია? არსებობს, რამდენიმე ფაქტორი, რომელთა უგუნებელყოფაც ნამდვილად არ შეიძლება. ყოველივე ამ ფაქტს და არგუმენს ქვემოთ გაგაცნობთ.

პირადად მე მივიჩნევ, რომ იკერ კასილასის მთავარ ფავორიტად შერაცხვის ნომერ პირველი ფაქტორი France Football-ს აღიარებაა, ფრანგული ჟურნალი თითქმის არასდროს სცდება, როგორც წესი უმეტეს შემთხევავში ამ გამოცების ვარაუდები მართლდება, რამდენიმე დღის წინ კი მათ სტატია გამოაქვეყნეს, სადაც მთავარ ფავორიტად პირდაპირ ესპანელი მეკარე იყო შერაცხული.

ნომერ მეორე ფაქტორი უკვე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ბრაზილიელი პელეს აღიარება იყო, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის კაშკაშა ვარსკვლავმა იკერ კასილასის შესახებ განაცხადა, რომ ოქროს ბურთი მას უნდა გადაეცეს.

შემდეგი აღიარება უკვე კასილას ესპანელებისგან ხვდა, ცნობილმა ესპანურმა გამოცემემბა გამოკითხვა ჩაატარეს თუ ვინ უნდა გახდეს საუკეთესო ამ წელს, სადაც "წმინდა იკერმა" 50 პროცენზე მეტი ხმა მიიღო , მართალია ეს გამოკითვა დიდ წილად სუბიეტური იქნებოდა, მაგრამ მისი უგუნებელყოფა მაინც არ შეიძლება.

იკერ კასილასი ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ზედიზედ სამი სანაკრებო ტიტულის აღმართვა მოახერხა, ევროპის 2008 წლის , მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატების თასი სწორედ მან ჩაიბარა, ასეთი ფეხბურთელს კი აუცილებელია ჰქონდეს ოქროს ბურთი , ყველაზე რეალური წელი კი სწორედ წელსაა.

ესპანური ფეხბურთი აშკარად დომინირებს ბოლო დროს მსოფლიოში, მაგრამ ისტორიაში მხოლოდ ერთ ესპანელ ფეხბურთელს აქვს მიღებული "ოქროს ბურთი" , ამიტომ კასილას შეუძლია გახდეს მეორე ესპანელი ფეხბურთელი, მან ხო წელს ესპანეთისა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და ორივენგან მთავარი როლი შეასრულა გუნდის წარმატებაში. მისი სტატისტიკა შეუდარებელია, ევროპის ჩემპიონატზე 6 შეხვედრაში 1 გაშვებული გოლი. საინტერესოა, მართლაც მიიღებს თუ არა კასილასი ოქროს ბურთს და ფეხბურთის ისტორიაში გახდება მეორე მეკარე, რომელმაც ამ ტიტულის მფლობელი იქნება?

გოგა გოგილაშვილი FoR EsPoRT.Ge

# 328ავტორი: Wertil^
კასილასი არამგონიააა :|
# 2783ავტორი: Sportnews
RichIe_blacKburen,
მადლობა შექებისთვის , მეც დიდი იმედი მაქვს, რომ კასოს მისცემენ

--------------------

# 872ავტორი: Richie
საღოლ გოგა მაგარი სტატიააა :* რაც შეეხება კასოს იმედია აიღებს ოქროს ბურთს და დაამტკიცებს რომ ეს პლანეტა მარტო მესისი და რონალდუსი არაა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით