ბეკენბაუერი : ბაიერნს ხედირა ძალიან მოუხდებოდა

ბეკენბაუერი : ბაიერნს ხედირა ძალიან მოუხდებოდა

14-07-2012, 16:06

ფრანკ ბეკენბაუერი უკვე მიესალმა სამი ხედირას ბრწყინვალე თამაშს როგორც კლუბში ისევე ნაკრებში და განაცხადა რომ იგი მიუნხენის "ბაიერნს" ძალიან მოუხდებოდა.

25 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი როგორც კლუბში ისევე ნაკრებშიც მშვენივრად ასპარეზობს, მაგალითი კი ბოლო 2 წელიწადია. ბეკენბაუერის აზრით იგი წელს ეურო 2012 ზე ყველაზე კარგ ფორმაში გამოიყურებოდა.

" ხედირა ძალიან კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელია, ეს მან არაერთხელ დაგვიმტიკიცა. მაგალითი ეურო 2012 ან თუნდაც გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ავიღოთ. მან თავის კლასი დაგვიმტკიცა. მე ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნს" ძალიან მოუხდებოდა "

" როცა იგი მადრიდში გადავიდა მან თავი ლიდერად წარმოაჩინა. ვფიქრობ, რომ დღეს-დღეისობით ხედირას მსგავსი ფეხბურთელები ძალიან იშვიათია " - განაცხადა ბეკენბაუერმა.

66 წლის ლეგენდამ ხედირა მესისაც შეადარა : " გულშემატკივრების აზრით და ყველა ფეხბურთის მცოდნესთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მესი, რომელსაც მხოლოდ ერთი პროტოტიპი ჰყავს და ეს სამი ხედირაა "

# 2783ავტორი: Sportnews
ციტატა: RichIe_blacKburen
და რა მაინტერესებს ხედირა რეალის ლიდერი როდიდან გახდა?

ლიდერად წარმოაჩინა თავიო და არა ლიდერიაო

--------------------

# 872ავტორი: Richie
ბეკენბაუერი მაგარი კაცია, ჰუმელსი არ უნდა წაეყვანათ ევროპაზე ცუდი მცველიაო ამბობდა. იმენა 3 ჯერ გააკეთა კომენტარი რო არ უნდა წაიყვანონ ჰუმელსიო და უშეცდომოდ იდგა ეს მცველი მთელი ევროპის განმავლობაში. :D

და რა მაინტერესებს ხედირა რეალის ლიდერი როდიდან გახდა? ვაღიაროთ არაჩვეულებრივი ჩამშლელია, მაგრამ რეალის ჩამშლელებსაც ვერ ჯობნის ნორმალურად. ხაბი ალონსო საუკეთესო საყრდენია, ლასანა დიარას რას ერჩიან არ ვიცი მაგრამ მე ხედირას მაგრად მირჩევნია და რავი, რატო ფიქრობს ხალხი რო ეს საუკეთესო საყრდენია მსოფლიოში არ ვიცი, პლიუს ამ ხალხს ბეკენბაუერი
# 2783ავტორი: Sportnews
შეიძლება სჭირდება, მარა ნაგდად არ გაუშვებს მოუ ამას და არც თვითონ უნდა წასვლა

--------------------

# 133ავტორი: datopagava23
მართალია ბეკენბაუერააა =) სჭირდება ბაიერნს ძალიან ეს კაცი და მგონი ყველა ვხედავთ ამას =) გუსტავოს იმედზე ჩემი მტერი იყოს =) 20
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით